თამთა ჩაჩანიძე
12.11.2019

 დაახლოებით ერთ საათში პარლამენტში პროპორციულ არჩევნებზე გადასვლათან დაკავშირებით კენჭისყრა გაიმართება. საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატებმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე უკმაყოფილება გამოთქვა, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ „ქართული ოცნება" კანონპროექტის ჩაგდებას აპირებს.

„დღეს პროპორციულის კენჭისყრაა - არ გაბედო ჩაგდება!" - ამ ტიპის განცხადებით გამოდიან ფეისბუქზე პროპორციული სისტემაზე გადასვლის მომხრეები, რომლებიც 20:00 საათზე პარლამენტთან გამაფრთხილებელი აქციის გაიმართვას გეგმავენ.

„პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს.

„განხილვების დროს გამოიკვეთა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი რეფორმა საფრთხეშია და მას ჩვენი დაცვა სჭირდება!

„პროპორციული არჩევნები არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი და მოქალაქეების მასშტაბური პროტესტის შედეგად მიღებული მონაპოვარი. ის არის ხალხის და არა ერთეული დეპუტატების ნება!

„2020 საარჩევნო წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პასუხისმგებლობა და ვალდებულება მმართველმა გუნდმა 2019 წლის 24 ივნისს აიღო, როგორც მთელი ქვეყნის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე.

„შეასრულე მოცემული პირობა! არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება! არ გაბედო!", - ნათქვამია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×