ია აბულაშვილი
12.11.2019

 „სამივე მოსმენით, ვიდრე კენჭისყრა არ იქნება ჩატარებული  და კანონპროექტი მიღებული, მანამდე იმის თქმა, რომ გადავედით პროპორციულ საარჩევნო სისტემზე, სწორი არ არის; რადგან დიდია ალბათობა, რომ რომელიმე მოსმენის დროს პროექტი ჩავარდეს“, - ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დაწყებულ განხილვას, რომელიც ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

„ვის რა მოუვა თავში, არ ვიცი. თავად პროცესთან დაკავშირებით, ადრეც ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ვიდრე  სამივე მოსმენით კენჭისყრა არ იქნება ჩატარებული და კანონპროექტი მიღებული, მანამდე თქმა, რომ გადავედით პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე სწორი არ არის, რადგან დიდია ალბათობა, რომ პროექტი რომელიმე მოსმენის დროს ჩავარდეს.

„ამ ხელისუფლებასაც, წინასაც და ნებსიმიერ ხელისუფლებას მაჟორიტარული სისტემით არჩევნების ჩატარება ხელს აძლევს, რადგან  ამ სისტემის დროს არის შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოყენებული იქნას ის ბერკეტები, რომელიც ხელისუფლების ხელშია და მიიღოს  სასურველი შედეგი. ამის რისკი არის და ახლა მთავარია, რომ მოგროვდეს ხმათა 3/4. ეს არის მნიშვნელოვანი და ყველამ ქუდზე კაცი უნდა გამოიყვანოს კენჭისყრის დროს.  

„თუ პროექტი ჩავარდა, ცხადი იქნება, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ ჩაგდებული. შინაურსაც და გარეულსაც ექნება იმის თქმის საფუძველი, რომ „ქართული ოცნება“ თამაშობდა, როცა ამბობდა, რომ პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებით მივაღწევთ იმას, რაც საზოგადოებას უნდა. მეც შემეძლება იმის თქმა, რომ  ეს იყო ფარისევლობა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ვახტანგ ხმალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×