თამარ შუკვანი
12.11.2019

 „ბატონმა გია ვოლსკიმ, უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქციების თავმჯდომარეებს და მათ შორის ბატონ დიმიტრისაც სთხოვა, ამ ერთსაათიან შესვენებაზე მის კაბინეტში შეკრებილიყვნენ; იქ ალბათ რაღაც გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. საუბარი იქნებოდა იმაზე, რა შეიცვალა იმის შემდეგ, რაზეც შეთანხმება მოხდა," - აცხადებს „რეზონანსთან" უმრავლესობის დეპუტატი ზაზა ხუციშვილი მისი თანაგუნდელის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადების შესახებ საუბრისას, რომ კენჭისყრის განახლებამდე უმრავლესობის სხდომა უნდა გაიმართოს.

პარლამენტმა საინიციატივო ჯგუფის კანონპროექტს, რომლის თანახმადაც 2020 წლის არჩევნები უნდა ჩატარდეს საარჩევნო ბლოკების და შესაბამისი ბარიერის მეშვეობით, მხარი არ დაუჭირა. 32 მომხრე, 55 წინააღმდეგი - ამ შედეგით დასრულდა კანონპროექტზე კენჭისყრა. კანონპროექტის მიღებას 113-მა დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის კენჭისყრა უახლოეს წუთებში დაიწყება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×