თამთა ჩაჩანიძე
12.11.2019

 „ვფიქრობ, რომ როდესაც ამხელა შემოსავალი გაქვს, პენსიაზე საერთოდ უარი უნდა თქვა."- ასე აფასებს „რეზონანსთან" საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის კახა ოქრიაშვილი დაგროვებითი საპენსიო სისტემიდან მის გასვლას.

შეგახსენებთ, რომ დაგროვებითი საპენსიო სქემა სულ პარლამენტის 17-მა წევრმა დატოვა, რომელთა შორის უმრავლესობის ორი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი და თეიმურაზ კოხრეიძე არიან

„ეს სისტემა ცუდი არაა, მე ამაზე როგორც მახსოვს ახსნა განმარტებაც მაქვს გაკეთებული. პირველ რიგში იმიტომ გამოვედი, რომ სირცხვილია, რომ მე საერთოდ პენსია ავიღო, რადგან შარშან 2 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი დავადეკლარირე. არ მსურს, რომ საპენსიო სისტემაში ვიყო, არც დაგროვებითში და არც არადაგროვებითში. ვფიქრობ, რომ როდესაც ამხელა შემოსავალი გაქვს, პენსიაზე საერთოდ უარი უნდა თქვა.

„ეს სქემა როდის უნდა დაწყებულიყო საკამათო თემაა, დროულად დაიწყო თუ მოგვიანებით უნდა დაწყებულიყო, მაგრამ აუცილებლად უნდა ყოფილიყო. მე ახალგაზრდებს ვურჩევ, რომ სისტემაში დარჩნენ", - აცხადებს ოქრიაშვილი.

კახა ოქრიაშვილმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონს კენჭისყრაზე სამივე მოსმენით დაუჭირა მხარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×