რეზონანსი
13.11.2019

 ჟურნალისტი, ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში პარტია „გირჩი“-ს გარდაცვლილი მღვდელმსახურის შესახებ წერს, რომლის გარდაცვალების შემდეგ მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მის ოჯახს წესის აგებაზე უარი განუცხადა:

“არაუშავს, შვილო, იქ რომ მიხვალ, მოხუცი ბაბუა დაგხვდება, ჩაეხუტე და ყველაფერს გაპატიებს, – ის მაღალია და მოწყალე! ღმერთი ჰქვია! 

თქვენ კი, გირჩელებო, ძალიან უსინდისოები ხართ! 

ვთხოვ ყველა ახალგაზრდას:

ვინც ამ თაღლითი გირჩელი მიტროპოლიტიკოსების ხელმოწერილი ფურცლები აიღეთ, ეკლესიაში მიდით, მოინანიეთ და დაწვით!

მუხლმოდრეკით ვთხოვ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებს, როგორც ამ ეკლესიის წევრი:

იმსჯელეთ ამ საკითხზე და სამხედრო სამსახურიდან თავდასახსნელი ფურცლების გამო დედაეკლესიის მიღმა ნუ დატოვებთ ახალგაზრდებს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მართლმადიდებელ ეკლესიაშიც დადის და სანთელსაც ანთებს! გთხოვთ, უგუნურებისთვის ნუ დასჯით ასე მკაცრად! მიეცით შენდობის თხოვნის და მონანიების საშუალება!

კატეგორიულად მოვითხოვ საქართველოს პარლამენტისგან:

დაუყოვნებლივ დაიწყეთ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა, რომ ეს საკანონმდებლო ხვრელი, რომელშიც გირჩელები გველკუებივით მიძვრებიან, სამუდამოდ ამოქოლოთ!

წარმომიდგენია, რა მდგომარეობაშია გარდაცვლილის ოჯახი, რომლის ახალგაზრდა წევრსაც წესის აგებაზე უარი უთხრეს.

წარმომიდგენია, როგორი თავზარდამცემია ეს ინფორმაცია ათასობით ახალგაზრდის ოჯახებისთვის, რადგან მათ ამ საეკლესიო ამკრძალავი წესის შესახებ არაფერი იცოდნენ, როცა “გირჩის მღვდლობის სერტიფიკატებს” აფრიალებდნენ.

ამიტომ, მოვუწოდებ ახალგაზრდების ოჯახებსაც:

ამაოდ გიხაროდათ, რომ ასე ადვილად და იაფად მოახერხეთ თქვენი შვილების ჯარიდან დატოვება. ამიტომ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ეკლესიას, რადგან გზა, რომელსაც თქვენი შვილები დაადგნენ, სულაც არ არის ადვილი, ეს ჯოჯოხეთის გზაა, რომლისკენაც მარიხუანას კვამლში გახვეულებს მიუძღვის გირჩის მიტროპოლიტიკოსი და პოლიტიკური მატრაბაზი ზურაბ ჯაფარიძე”, – წერს ბონდო მძინარაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×