რეზონანსი
13.11.2019

 

გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ ინტერვიუს ფეისბუქით ეხმიანება და წერს:

,,დაბალ ხმაზე რომ იწყებს ხოლმე და ბოლოში რეკავს, აი, სადღაც, შუაში იყო, როცა თქვა, შევარდნაძე მებრძოდა დროშაზე სასამართლოთიო. რა მიაყოლ-მოაყოლა, ამას ახლა როგორ გადმოვცემ.

მიHა, შევარდნაძე კი არა, გურამ შარაძე გებრძოდა და ზუსტად, შენივე რეფორმირებული სასამართლოთი იყო, თავზე რომ დაგამხო! შევარდნაძე რომ არ გებრძოდა, ხმას არ იღებდა და პირიქით, ხელს გაფარებდა, იმიტომ არ გაგერჭო მაშინ მაგ დროშის ტარი ბოლომდე, როგორც გეკუთვნოდა არასახელმწიფო, პარტიული დროშის, თბილისის მერიის თავზე, უკანონოდ გამოკიდებისთვის.

მამაჩემის სახელის ხსენებისაც რომ გეშინია, მარტო ამაში ჩანს, რაც ხარ! შე ქარაქუცა. ნუ ახლა ისეთი ქრისტიანი თუ გახდი, რომ გარდაცვლილებზე ვერ საუბრობ, მგონი, ბატონი ედუარდი, დიდი ხანია, გამოგეცალა ხელიდან. შე არამზადა, ვის ატყუებ შენს ჭკუაში?".

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×