რეზონანსი
13.11.2019

  რუსუდან ჩხაიძე ქართველი ემიგრანტის, მაიკო ჩოხელის გარდაცვალების შესახებ წერს:

,,ფრაზა ,,კიდევ ერთი ემიგრანტი გარდაიცვალა" გულს მიგლეჯს, შენზეც დაწერეს უკვე - ,,კიდევ ერთი ემიგრანტი, მაიკო ჩოხელი გარდაიცვალა". ჩემო უსაყვარლესო და კეთილშობილო მაიკო,როგორ მომიკალი გული, ვერ დავიჯერე, როცა მარეხმა დამირეკა, ვერ ვიჯერებ ახლაც, ისეთი სიცოცხლით სავსე იყავი 21 სექტემბერს, როცა უკანასკნელად გნახე, შენთან სიკვდილს რა უნდოდა?

ეს ფოტო "Carnegie hall"-ის წინ გადაგიღე, ალექსანდრე ზაზარაშვილის კონცერტიდან რომ გამოვედით ბედნიერები და ნასიამოვნებნი. მაშინ გითხარი, ფეისბუკზე არ დავდებ-მეთქი და მესენჯერში გადმოგიგზავნე.ვერ შეგისრულე, მაინც დავდე. კონცერტის შემდეგ როგორ ვიხალისეთ, მაშინ აზრადაც ხომ ვერ გავივლებდი, რომ სადღაც ორ თვეში ამ სტატუსს დავდებდი.

ვუსამძიმრებ შენს მონატრებულ ქმარ-შვილს, მთლიანად შენს ოჯახს,

მაიკო, მართლაც არაფერი გჭირდა სასიკვდილო, გაოგნებული ვარ.

მსუბუქი ყოფილიყოს მონატრებული ქართული მიწა შენთვის".

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×