ია აბულაშვილი
13.11.2019

 „ქართული ოცნება“ ცდილობს ისეთი სურათი წარმოაჩინოს, რომ საზოგადოებას დაანახოს რა დიდი ძალისხმევა უჯდება საკონსტიტუციო ცვლილებების გატარება; რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო არა საზოგდოებისა და ოპოზიციის ზეწოლით, არამედ მისი კეთილი ნება იყო. უნდა, რომ აქაც გამარჯვებული დარჩეს“, - ასე ეხმაურება „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებულ დაპირპისრებას.

„ოცნებას“ მართლაც თუ არ ჰყავს 80 კაცი, რომელიც მათივე ინიცირებულ კანონპროექტს მხარს დაუჭერს, მაშინ უმრავლესობა საერთოდ არ გვყოლია და საქმე გვაქვს პოლიტიკურ კრიზისთან.  ფაქტია, რომ დღეს არცერთ პოლიტიკური ძალას არ შეუძლია პოლიტიკური დღის წერისგი შექმნას, არც ოპოზიციას და არც მმართველ გუნდს.  

„უბრალოდ, „ოცნება“ ცდილობს, დაანახოს საზოგადოებას, რა დიდი ძალისხმევა უჯდება საკონსტიტუციო ცვლილებების გატარება. რომ ეს გადაწყვტილება მიიღო, არა საზოგადოებისა და ოპოზიციის ზეწოლით, არამედ მისი კეთილი ნება იყო. აქაც გამარჯვებული უნდა რომ დარჩეს. ასე რომ, რაც ხდება, მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის არის გამიზნული და არანაირი ღრმა წიაღსვლები ამ უნიჭო სცენარს არ აქვს.

„კანონპროექტი აუცილებლად გავა, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესები მათ სასარგებლოდ არ განვითარდება“, - განაცხადა „რეზონანსთან“ დავით ჭიჭინაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×