„ბუნტი არა იხვი, უბრალოდ ბიძინა ცუღლუტობს, მაჟორიტარები გამოიყენა, მოსინჯა საზოგადოებას რა რეაქცია ექნებოდა“, - ასე ეხმაურება პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მაჟორიტარების პროტესტს.
„ვინმეს სჯერა უცბად გავაჟკაცებული ტიპების, ოპოზიციაში რომ აღმოჩნდებიან? მე პირადად არა და მეცინება ამაზე. თუმცა, მთელს ამ არეულობაში ე.წ. მაჟორიტარების ბუნტი მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ამას არავინ მიაქცია ყურადღება.
„ეს იყო ბიძინას მორიგი მცდელობა, გამოიყენებინა მაჟორიტარები პროცესის ჩასაშლელად. მოსინჯა რა რექცია ექნებოდა საზოგადოებას. თუ გამოუვიდოდა - მიზანი მიღწეული იყო. არ გამოუვა, სულაც არ ანაღვლებს მაჟორიტარები მანდატებს დატოვებენ თუ რას იზამენ.
„ბიძინა ცუღლუტობს და ამას პირველად არ აკეთებს. საქართველოს ჰყავდა მეფეები - გიორგი ბრწყინვალე, დიმიტრი თავდადებული და ბევრი სხვა. ახლა ქვეყანას მართავს „ბიძინა გადამგდები“. ბუნტი არა იხვი“, - განაცხადა „რეზონანსთან“ თაკო ჩარკვიანმა.