
რა მოხდა თბილისის ზღვაზე და ვინ გაიმეტა სასტიკად 36 წლსი ნოდარ ცხადაძე, რომელიც რამდენიმე დღის უშედგო ძებნის შემდეგ ჩაცხრილული იპოვეს. მამაკაცს წაინასწარი დათვალიერებისას 8 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. სად არის მისი მეგობარი და დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილი ბექა კვიციანი, რომელიც, თვითმხილველების თქმით, ბოლო იყო ვინც გარდაცვლილი ცხადაძე ნახა. მასაც მესამეს დღეა უკვე პოლიცია უშედეგოდ ეძებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილმა, ბექა კვიციანმა საქართველო დატოვა და არსებობს ეჭვი, რომ ადრე ნასამართლევ კვიციანს მეგობართან ჩხუბი ე.წ. „ობშიაკის“ გაყოფის გამო მუვიდა.
ისნის ბაზრობაზე, სადაც ნოდარ ცხადაძე მუშაობდა, თვითმხილველებმა დააფიქსირეს, რომ ის და კვიციანი ავტომობილში ერთად ჩასხდნენ და მიმდებარე ტერიტორია დატოვეს. ბოლოს კი, ორი დღის უშედეგო ძებნის შემდეგ, ნოდარ ცხადაძე ჩაცხრილული იპოვეს, ხოლო კვიციანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
პოლიციამ ადგილიდან მასრები ამოიღო, თუმცა სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ დანაშაულის იარაღს.
ნოდარ ცხადაძე წარსულში პოლიციის თანამშრომელი იყო, ახლა კი ისნის ბაზრობის მიმდებარედ მანქანების ნაწილების მაღაზია ჰქონდა.
სამართალდამცავებმა 12 ნოემბერს ნოდარ ცხადაძის ცხედარი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოკლული იპოვეს. ერთი ვერსიით, იგი თბილისის ზღვაზე საქმის გასარჩევად აიყვანეს, რასაც მკვლელობა მოჰყვა. მეორე ვერსიით კი, მოკლულის ცხედარი შემდეგ აიტანა დამნაშავემ თბილისის ზღვაზე დაკვალის დასაფარად იქ დატოვა.
ამ დრომდე ეძებენ ბექა კვიციანს, თუმცა ჯერჯერობით მის კვალს ვერსად მიაგნეს. გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, რომ მეგობრებს შორის კარგი ურთიერთობა იყო, მათ შორის არსებულ კონფლიქტზე მათ არაფერი იციან.
ერთ-ერთი ვერსიით, მათ შორის დაპირისპირება არსებობდა. ბექა ბიზნესში ჩართულ მეგობარს ე.წ. „ობშიაკის“ ფულის გადახდას სთხოვდა და შესაძლოა ეს გახდა ამ დანაშაულის მიზეზიც.
პოლიციამ მოწმის სტატუსით ბევრი ადამიანი დაკითხა. მათ შორის ბექა კვიციანის მამა და სხვა პირები, რომლებმაც მათ შეესახებ რამე იცოდნენ.
ბექა კვიცანის ბიძა, დეპუტატი ემზარ კვიციანი გამორიცხავს ცხადაძის მკვლელობაში მისი ძმისშვილის მონაწილეობას. თუმცა ადასტურებს, რომ იმ დღეს ისინი ერთად ნახეს და რომ ამის შემდეგ მათი კვალი ერთად იკარგება.
„ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. მოკლულ ცხადაძესთან ერთად ნახეს ბოლოს ბექა. მას მერე ორივეს ეძებდნენ, ნოდარი მოინახა და ბექა არ არის ამ დრომდე ნაპოვნი. ისინი ნათესავები და მეგობრები არიან, ერთად გაზრდილები. ჩემი ძმისშვილი მისი შვილის ნათლიაა. რა მოხდა, არაფერი ვიცით“, - ამბობს ემზარ კვიციანი „რეზონანსთან“.
ბეკა კვიციანის მამიდა ნორა კვიციანი კი ამბობს, რომ მისი ძმისშვილი სახლიდან ისე გავიდა, რომ ტელეფონიც არ წაუღია. ასევე ამბობს, რომ ბექას ავტომობილი არ აქვს და გაუგებარია ვისი ავტომობილით უნდა მისულიყო. ნორა კვიციანი არ გამორიცხავს, რომ მისი ძმისშვილიც რაღაცის მსხვერპლი იყოს.
შსს საქმეს ორი მუხლით იძიებს - სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.