
(რეზონანსი) პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ასევე უმრავლესობის დეპუტატები - თამარ ხულორდავა, სოფო ქაცარავა, გიორგი მოსიძე, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი საპარლამენტო თანამდებობებს ტოვებენ.
ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„სამწუხაროდ, შედეგი დადგა. არ აქვს მნიშვნელობა, რამ გამოიწვია საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა. ჩვენ არ გვრჩება სხვა გზა, გარდა იმისა, რომ დავტოვოთ, როგორც საპარლამენტო თანამდებობები, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა. საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის საკითხი არის მძიმე საკითხი, რომელზეც მე და ჩემი კოლეგები პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.