
(რეზონანსი) "ქართული ოცნების" დეპუტატი ალექსანდრე ქანთარია პარლამენტში განვითარებული პროცესების ფონზე, უმრავლესობის დატოვებას არ აპირებს.
"მე არ ვღებულობ სპონტანურ გადაწყვეტილებებს. დეპუტატების გასვლა ძალიან სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ვნახოთ ცხოვრება როგორ წარიმართება. მე პირადად არ მინდა გუნდის მთლიანობის დაშლას ხელი შევუწყო, ამიტომ ბუნებრვია, "ქართულ ოცნებას" არ დავტოვებ - განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ "2020NEWS"-სთან.
მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო, რომელიც 2020 წლიდან მთლიანად პროპოციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობდა, "ქართული ოცნება" თამარ ჩუგოშვილმა, ზაზა ხუციშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფო ქაცარავამ დატოვა.