რეზონანსი
15.11.2019

 

რა საზღვარი? რის სახელმწიფო? სახელმწიფო საზღვარი ვიცი მე ფსოუზე და როკის გვირაბთან, - ასე უპასუხა ტრავმატოლოგ ორთოპედთა კავშირის თავმჯდომარემ ვაჟა გაფრინდაშვილმა ოკუპანტების მიერ დასმულ შეკითხვას: რატომ დაარღვია საზღვარი?

"როცა ვაჟა გაფრინდაშვილი(ექიმი) ოკუპანტებმა დააკავეს და ჰკითხეს სახელმწიფო საზღვარი რატომ დაარღვიეო?მან უპასუხა: რა საზღვარი? რის სახელმწიფო?სახელმწიფო საზღვარი ვიცი მე ფსოუზე და როკის გვირაბთანო! და კიდევ, ჩემს ქვეყანაში სახელმწიფო ენა ქართულია, რუსულად არ დაგელაპარაკებითო! აი ასეთ მოქალაქეებზე დგას ქვეყანა", - დაწერა სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა.

ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ხაზთან 9 ნოემბერს დააკავეს. მას ორთვიანი ე.წ. პატიმრობა შეუფარდეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×