რეზონანსი
16.11.2019

  ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ქუჩაში მოკლული საზოგადო მოღვაწის, ისტორიკოს გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე პროპორციული სისტემის ჩავარდნას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

გთავაზობთ მის პოსტს:

"იცით, რა მახსენდება? 7 ნოემბრის შემდეგ, "ოპოზიცია" ხალხში აზრს რომ ნერგავდა - საპარლამენტო რესპუბლიკა უნდა მოვითხოვოთო და ხალხიც, ბღავილით - აბა რა , აბა რაო! სინამდვილეში, მიშა ნიადაგს იმზადებდა, მეორე საპრეზიდენტო ვადა რომ ამოეწურებოდა, "ხალხის მოთხოვნით", საპარლამენტო მოდელი შემოეტანა და პრემიერ-მინისტრის სავარძელში ჩასკუპებულიყო.კიდევ ის მახსენდება, ავთანდილ დემეტრაშვილის (სინამდვილეში, სააკაშვილ-ადეიშვილის) საკონსტიტუციო კანონპროექტი რომ უნდა გასულიყო და ხმა დაყარეს (პრესაში იტერიულად იბეჭდებოდა) - არიქა, მიშას ლევან რამიშვილის კანონპროექტი გააქვსო. იგივე ხალხი ახლა ამაზე აბღვლდა და სააკაშვილმაც, უმტკივნეულოდ შემოაცურა, რაც მისთვის სასარგებლო იყო.სკამისთვის დედას რომ გაყიდიან, იმ ტიპებზე და "კმარას" შთამომავლებზე არ ვამბობ, მაინტერესებს, ვისაც გულწრფელად სჯერა, რომ დემოკრატიისთვის იბრძვიან, ნეტა, იციან რას აპროტესტებენ?გულახდილად გეტყვით, პირადად, ჩემი ტვინის ხვეულები დეტალურად ვერ აყალიბებს აზრს და ჯერ-ჯერობით, არც ის ვიცი, რატომ გამახსენდა ეს ამბები, მაგრამ რაღაც საერთო უნდა ჰქონდეს, აშკარად"

"რა კუდიანი უნდა იყო, რომ ამოიცნო, ვინ ვის თამაშს თამაშობს, მაგრამ ჩემი აზრით, ამ ტყლაპოში, მხოლოდ, ერთი რამ არის თვალნათელი - ივანიშვილმა, რუსთაველზე, ყველა ერთად შეკრიბა და ჩარეცხა. ვინც მსხვერპლად მიყვა, თავისთავს დააბრალოს, რადგან ვერ შეიგნო - სანამ ამ ნაგავს "ოპოზიცია" ერქმევა, ივანიშვილი ყოველთვის გამარჯვებული იქნება. სამწუხაროა, სასაცილო და სატირალი რომ არ იყოს ერთად."

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×