რეზონანსი
16.11.2019

  სოფიო ქაცარავა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრის ჩაგდების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა, ამჯერად უკვე პარლამენტის მანდატს ტოვებს.

ინფორმაციას თავად სოფიო ქაცარავა "ფეისბუქზე" ავრცელებს.

"დღეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, დავტოვო საპარლამენტო მანდატი. ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ და წარამატებები ვუსურვო ჩემ ყოფილ თანაგუნდელებს და დიდი წარმატება და წინსვლა ჩემ ქვეყანას!"- წერს სოფიო ქაცარავა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×