ია აბულაშვილი
17.11.2019

 „არ ვიცი მივა თუ არა საქმე ვადამდელ არჩევნებამდე. პირადად მე ამის მომხრე არ ვარ, რადგან ძალიან დაასუსტებს ქვეყანას. თუმცა, არც ოპოზიციის სიმტკიცის და თანმიმდევრულობის იმედი არ მაქვს. ვნახოთ, რამდენად აიწევს ტემპერატურა“, - ასე ეხმაურება იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ პროტესტს.

„ბიძინა ივანიშვილმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვტილება 20 ივნისის მოვლნებების ფონზე მიიღო. მაშინ ის დაარწმუნეს, რომ იყო შეთქმულება და მართლაც მზადდებოდა სახელმწიფო გადატრიალება. ის შეშინდა და სხვა გზა არ ჰქონდა, გაახსენდა ის რეკომენდაციები, რომელსაც აძლევდნენ პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით, რომ ნულოვანი ბარიერით ყველა პოლიტიკური ძალა პარლამენტში შესულიყო.

ახლაც შეშინდა. როცა ნახა ის რეტინგები, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს, აშკარად დაინახა საფრთხე. ბიძინას ხელისუფლება ხომ თავისი ბიზნესის უსაფრთხებისთვის უნდა, ამ სისტემით კი მომავალ პარლამენტში მთავრობას ვერ შექმნიდა და ასე ხელთათმანებივით პრემიერ-მინისტრებს ვერ გამოცვლიდა. ამიტომ მიიღო, ჩემი აზრით, ასეთი გოიმური გადაწყვეტილება - ხალხის გადაგდება.

„რაც შეეხება იმას, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, დიდი იმედი არ მაქვს ოპოზიციის სიმტკიცის და თანმიმდევრულობის, ჩემს გარშემო მყოფ ადამიანებს, რომლებთანაც ვსაუბრობ ხოლმე, სულ ამ კითხვას ვუსვამ - ხუთი ადამიანი თუ გეგულებათ, რომელსაც ასი ათას დოლარს გადაუხდიან და თავისი პრინციპების ერთგული დარჩება? ამიტომ ივანიშვილს ყოველთვის აქვს ადამიანების მოსყიდვის შანსი.

„რაც შეეხება არჩევნების ბოიკოტს, ეს არა მხოლოდ ოპოზიციამ უნდა გამოაცხადოს. საზოგადოებამ უნდა გამოუცხადოს ბოიკოტი პოლიტიკოსებს, რომ გონს მოეგონ, საზოგდობას შემოგვთავაზონ ახალი იდეები და ახალი სახეები, სულ ეს დამყაყებული ხალხი რომ არ იყოს. რაც მთავარია, არ უნდა იყოს განწყობა, რომ ამათ ხომ ჭამეს და შერჩათ, ახლა ჩემი ჯერია“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ლია მუხაშავრიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×