„ოპოზიციას თავის დროზე ბოიკოტი რომ არ გამოეცხადებინა, მაჟორიტარული სისტემა დიდი ხანია აღარ იქნებოდა. ახლა ძნელია პროგნოზის გაკეთება როგორ განვითარდება მოვლნები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება“, - ასე ეხმაურება ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური საკონსტიტუციო ცვლილებეთან დაკავშირებულ პროეტესტს, რომელიც პარლამენტის წინ იმართება.
„თბილისი დიდი ქალაქია და მაჟორიტარების მოთხოვნა ასე აქტუალური არ არის, მაგრამ რაიონებში ამ ხალხს უნდათ, რომ თავისი წარმომადგენელი ჰყავდეთ პარლამენტში. მაჟორიტარებს რაც უნდათ, გასაგებია - ჰგონიათ, რომ რაიონებში, სადაც არჩეულები არიან, კიდევ გაიმარჯვებენ, გეგონება დიდი რამე გაუკეთეს ხალხს.
„პირადად მე, ისევ რაიონის მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, წინააღმდეგი არ ვიყავი მაჟორიტარული სისტემით არჩევნების ჩატარების. მაგრამ პროპორციული სისტემით თუ ჩატარდებოდა, იყო სხვა მოსაზრებებიც, რომ ე.წ. მაჟორიტარების ბუნტი არ მომხდარიყო.
„მაგალითად, პარლამენტარ გია ჟორჟოლიანს ჰქონდა კარგი ინიციატივა - პარტიული სიით წინ წამოეწიათ ის ხალ-ხი, ვისაც მოსახლეობის უმრვლესობის მხადაჭერა ექნებოდა.
„რატომ მივედით აქამდე? ალბათ მაინც მიზეზი ის არის, რომ 2016 წელს, როდესაც არჩევნების პროპორციული სის-ტემით ჩატარების საკითხი დადგა, ოპოზიციას ბოიკოტი რომ არ გამოეცხადებინა, მისულიყო და მხარი დაეჭირა, ეს საკითხი დიდი ხნის მოგვარებული იქნებოდა, მაგრამ არ მივიდნენ და მხარი არ დაუჭირეს.
„ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ძალიან არ მინდა, რომ სიტუაცია დაიძაბოს. იმედია, რაღაც შეთანხმებამდე მივლენ და ალბათ ყველაფერი მოლაპარკებით დასრულდება. არ მგონია საქმე ვადამდელ არჩევნებამდე მივიდეს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ გიორგი ოთხმეზურმა.