ია აბულაშვილი
17.11.2019

 „მთავარი მოთხოვნა არის საარჩევნო სისტემის შეცვლა, რომელიც არის წინაპირობა იმისა, რომ არჩევნების შედეგები იყოს სამართლიანი. თანაც ეჭვი მეპარება, რომ ხელისუფლება დროებითი მთავრობის შექმნას დათანხმდეს“, - ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ოპოზიციის ერთ-ერთ მოთხოვანას ტექნიკური მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით.

„კონსტიტუცია არანაირ დროებით მთავრობას არ ცნობს და არცერთი ქვეყნის კონსტიტუციაში არ წერია ტექნიკური მთავრობა. ეს არის პოლიტიკური ტერმინი, რომელიც გამოიყენება ამა თუ იმ ვითარების დროს, მაგალითად, პარლამენტში ვერ შეიქმნა მთავრობა; ანუ თუ მთავრობა არ იქნება, უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. ვადამდელი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში პროცესს ტექნიკური მთავრობა გაუძღვება მანამ, ვიდრე საპარლამენტო პარტიები არ ჩამოყალიბდება, არ შეიქმნება კოალიციური უმრავლესობა. 

„ეს არის შეთანხმება მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, ქვეყანაში მოქმედ ძირითად პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომელებიც განსაზღვრავენ ქვეყნის პოლიტიკას. ხშირად ასეთ მთავრობას  ეროვნული თანხმობის მთავრობასაც უწოდებენ. ეჭვი მეპარება, რომ ხელისუფლება დროებითი მთავრობის შექმნას დათანხმდეს. მთავარი მოთხოვნა მაინც არის შეიცვალოს საარჩევნო სისტემა, რომელიც არის წინაპირობა იმისა, რომ არჩევნების შედეგები იყოს სამართლიანი“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ვახტანგ ხმალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×