„ჩვენი სამსახური არის პარლამენტი. პირადად მე მივალ პარლამენტში და ჩემი კოლეგებიც. თუ არ შეგვიშვებენ, ეს იქნება სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა“, - ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი რევაზ არველაძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებას.
ოპოზიციის გეგმების განხორციელებისთვის „ევროპული საქართველოს“ ლიდერი საჭირო ზომად „ოცნების“ დეპუტატებისთვის მუშაობაში ხელის შეშლას ასახელებს.
„ქართული ოცნების“ არცერთი დეპუტატი პარლამენტის შენობაში აღარ შევა და პირველ ეტაპზე რაც უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ ამ მოღალატე პარლამენტარებმა თავიანთი საქმიანობა ვეღარ განაგრძონ“, - ასეთი განცხადება გააკეთა გიგი უგულავამ პარლამენტის წინ გამართულ საპროტეტსო აქციაზე და დაანონსა, რომ თუ მოთხოვნა არ შესრულდება, პარალმენტის შემდეგ სხვა სახელმწიფო უწყებების შენობების ჯერიც დადგება.
„ეს ნორმალური განხადებაა და შეიძლება კაცმა ეს თქვას, პარლამენტარებს არ შევუშვებ შენობაშიო? პირადად მე მივალ პარლამენტში და ჩემი კოლეგებიც. ეს არის ჩვენი სამსახური და იმიტომ არ უნდა მივიდე, რომ ვიღაც მემუქრება?
„იურისტი არ ვარ და არ ვიცი, არის თუ არა ეს ქმედება სისხლის სამართლის დანაშაული, მაგრამ ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა, რომელიც დასჯადია.
„ამ შემთხვევაში გასაგებია სადაც უნდა შეუშვან უგულავა. არავის არ უნდოდა პროცესების ასე განვითარება. ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად მოწადინებული იყო, რომ ჩვენს მიერ ინიცირებული პროექტი გასულიყო, მაგრამ 40 დეპუტატი წინააღმდეგი წავიდა და რა ვქნათ, ტყვია ვესროლოთ? ყველა უნდა დავმშვიდდეთ და მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის", - განაცხადა „რეზონანსთან“ რევაზ არველაძემ.