
(რეზონანსი) პარლამენტთან ცოტა ხნის წინ ინციდენტი მოხადა - შენობაში დეპუტატი რევაზ არველაძე არ შეუშვეს.
არველაძის თქმით, ის არავის გაუფრთხილებია, რომ პარლამენტში არ უნდა მისულიყო. ამის შესახებ დეპუტატმა „პრაიმტაიმთან" განაცხადა.
„არავის გავუფრთხილებივარ, რომ არ უნდა მივსულიყავი. არც მჭირდებოდა გაფრთხილება. მე მივედი იქ, სადაც ვმუშაობ. კანონპროექტი უნდა განგვეხილა, რომელზეც შენიშვნები მქონდა გაგზავნილი და მაინტერესებდა, გაითვალისწინეს თუ არა. არ ვიცოდი, რომ ყველა შესასვლელი იქნებოდა ჩაკეტილი. არ მქონდა სრული ინფორმაცია. არ ვიყავი აქ.
გუშინ ჩამოვედი, დავიძინე და დღეს მოვედი სამსახურში. სულ ეს იყო. ამათ კი, არ ვიცი, რა ჩაიდინეს. ფიზიკურად შემეხნენ. მიუხედავად ჩემი ასაკისა, ერთ-ორს გავუსწორდებოდი, მაგრამ ბევრნი იყვნენ. მთლად დალაგებული არ არის ეს ხალხი. გამომეკიდნენ. ველურ ოჯახში გაზრდილებივით იქცეოდნენ." - განაცხადა არველაძემ.