
(რეზონანსი) ატენის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ტელეწამყვანი ეკო ფანგანი დეტალებს ჰყვება.
მისი თქმით, გარდაცვლილს ძმასთან ურთიერთობა არ ჰქონდა. თაკო ამის გამო ნათესავებთან ცხოვრობდა და ძმასთან ურთიერთობას თავს არიდებდა.
"თაკო ღამის 4 საათზეა მისული... სულ ნერვიულობდა თავის ძმაზე, არავინ იცის, რას გააკეთებსო" - ამბობს "პალიტრავიდეოსთან" ეკო ფანგანი
გარდაცვლილია ერთი ოჯახის სამი წევრი. ესენი არიან - დედა ირინა გედევანიშვილი და შვილები, ეკა და ლევან აბაშიძეები.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცმა, სავარაუდოდ, ჯერ დედა და და დახოცა, შემდეგ კი თავი მოიკლა. მათი თქმით, შემთხვევა, სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა.