"ახლა ბურთი "ოცნების" მოედანზეა, მან ოპოზიციას უნდა შესთავაზოს სერიოზული წინადედება, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები, თუმცა, ჯერ-ჯერობით მმართველ გუნდს ხისტი პოზიცია აქვს"- ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ პროტესტს.
"კარგი იქნებოდა, რომ გასულიყო კანონპროექტი, რომელიც შევიდა პარლამენტში და ითვალისწინებდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, მაგრამ, რადგან არ მოხდა, ახლა უკვე პერპექტივა აღარ აქვს, რადგან უნდა შეიქმნას ახალი პროექტი, შემდეგ ამას დასჭირდბა კიდევ ერთთვიანი განხილვა და კიდევ რა ბედი ეწევა ამ კანონპროექტსაც, არავინ იცის.
"ამიტომ, გონივრული არის კონსტიტუციის გადასინჯვის გარეშე მოვძებნოთ გამოსავალი. ასეთი არის გერმანული მოდელი, რომელიც არ ითხოვს კონსტიტუციის გადახედვას. ეს არის შერეული სისტემა, მაჟორიტარულიც და პროპორიცულიც, მაგრამ განსხვავება არის მანდატების განაწილება, რომელიც შეიძლება ორგანულ კანონში შეტენილი ცვლილებებით დარეგულირდეს.
"ახლა ბურთი "ოცნების" მოედანზეა. ოპოზიციას რაღაც სერიოზული არგუმენტები უნდა შესთავაზონ, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები. თუმცა, ჯერ-ჯერობით მმართველ გუნდს ხისტი პოზიცია აქვს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
"გამოსავალი არის, თუ იქნება პოლიტიკური ნება და ორივე მხარე მშვიდობიან ფორმას მოძებნის. რაც შეეხება პარლამენტის პიკეტირების საკითხს, მანიფესტაციების შესახებ კანონი კრძალავს პარლამენტის ფუნქციონირების ხელის შეშლას"- განაცხადა "რეზონანსთან" ავთანდილ დემეტრაშვილმა.