რეზონანსი
18.11.2019

(რეზონანსი) ფოთში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჰოსიტალის ექიმმა ნინო ჭანტურიამ განუცხადა.

„პაციენტს აღენიშნება ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა თხემის არეში. ამჟამად იმყოფება მიმღებ დიაგნოსტიკურ განყოფილებაში, უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება, მისი მდგომარეობა სტაბილურია", - განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის ექიმმა ნინო ჭანტურიამ.

ფოთში, თამარ მეფის ქუჩაზე, 70 წლამდე ასაკის მამაკაცმა 40 წლამდე მამაკაცი ნაჯახით დაჭრა. მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

უწყების ცნობით, დადგენილი და მხილებულია დანაშაულის ჩამდენი პირი და მისი პასუხისგებაში მიცემის ღონისძიებები მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×