"ხელისუფლების ქმედება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ეს იყო მშივდობიანი აქცია და დაშლის დროს ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას"- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე პარალმენტის წინ აქციის დაშლას.
"ხელისუფლბამ უზნეობა ჩაიდინა და თავის დანაპირები არ შეასრულა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პროექტი ჩააგდო. ეს დაპირება მან მისცა, როგორც ქართულ საზოგადოებას ისე საერთშორისო თანამეგობრობას. ამით ხელისუფლებამ არა ოპოზიციას, არამედ ქვეყნას შეუქმნა დიდი პრობლემები.
"რაც შეეხება თავად აქციის დაშლას, ხელისუფლების ქმედება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ეს იყო მშივდობიანი აქცია და დაშლის დროს ადგილი ჰქონდ ძალის გადამეტებას.
"როცა ეს ხელისუფლება ოპოზიციაში იყო სამი თვის განმალობაში პიკეტირებული იყო პარლამენტი, პრეზიდენტის სასახლე და ა.შ. გრეჩიხასთვის შეიძლებოდა, ქუჩების გდაკეტვა, შენობების პიკეტირება. ამ ხალხისთვის, რომელებიც თავის უფლებებს იცავდნენ არა? ამიტომ ვამბობ, რომ ხელისუთლება ორმაგ სტანდარტს ასრულებს.
"საპროტეტსო ტალღა არ გაჩერდება, შეიძლება ქუჩები არ გადაკეტონ, მაგრამ ოპოზიციის ლიდერები სხვაგან ჩაატარებენ საპროტესტო აქციებს და შეძლებენ ხალხის მობილიზებას.
"ჩემი აზრით, საჭიროა ამ პროცესებში ჩაერიოს საერთაშორისო საზოგადოება, ორივე მხარემ მოილაპარკოს, მაგრამ პირველ რიგში ხელისუფლება უნდა წავიდეს დათმობაზე" - განაცხადა "რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.