თამთა ჩაჩანიძე
19.11.2019

 თურქეთი „ისლამური სახლმწიფოს" ტერორისტი მებრძოლების დეპორტირებას აგრძელებს, ამჯერად კი 29 ტყვე ტერორისტის დეპორტაცია საქართველოს მეზობელ აზერბაიჯანში მოახდინა, ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ თურქეთის მიერ სხვა ქვეყნებისთვის გადაცემული „ისლამური სახელმწიფოს"ტყვე ტერორისტები საქართველოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

„არიან თუ არა დატყვევებულთა შორის ჩვენი მოქალაქეები, ეს ინფორმაცია არ მაქვს. ეს ადამიანები სახელმწიფოებს გადაეცემა და სამართალდამცავებს ჩააბარებან, შემდეგ გაასამართლებენ იმ ქვეყნის კანონის მიხედვით, რომელ ქვეყანაშიც დაადეპორტირებს თურქეთი. ისინი ამ მხრივ, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ. იმ ქვეყნის კანონმდებლობა თუ ამ ადამიანებს თავისუფლებაზე გაუშვებს, ეს ამ ქვეყნის პრეროგატივაა", - აცხადებს მაისაია.

თურქეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ „ისლამური სახელმწიფოს" იმ მებრძოლთა სიაში, რომელთა დეპორტაციაც უკვე განხორციელდა, ასევე არიან რუსეთის 99, ყირგიზეთის 23, ტაჯიკეთის 21, გერმანიის 17, ყაზახეთის 10 და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×