ია აბულაშვილი
19.11.2019

 „ვფიქრობ, რომ აქციები გაგრძელდება თუნდაც შემცირებული მასშტაბით, რადგან აქციების შეწყვეტა ძალიან სერიოზული პოლიტიკური და რეპუტაციული დარტყმა იქნება ოპოზიციისთვის“, - ასე ეხმაურება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.

„მათ სამზარეულოს არ ვიცნობ, მაგრამ თავიდანვე და აქციების ბოლო დღეებშიც გამოჩნდა, რომ პირველ ვიოლინოს უკრავდა „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და მათთან აფილირებული ახალგაზრდობა. დავით უსუფაშვილი, „ახალი მემარჯვენეები“ და სხვა პოლიტიკური ძალები ცხადია, რევოლუციურ სცენარს არ უჭერენ მხარს. როგორც ჩანს, თავიდანვე ვერ შეთანხმდნენ, რა უნდა გააკეთონ, უთანხმოება აქვთ სტრატეგიასა და ტაქტიკაზე და ვერ შეთანხმდნენ საერთო გეგმაზე.

„ვფიქრობ, რომ აქციები გაგრძელდება, თუნდაც - შემცირებული მასშტაბით. აქციების შეწყვეტა ძალიან სერიოზული პოლიტიკური და რეპუტაციული დარტყმა იქნება ოპოზიციისთვის, ხელისულებას კი ურჩევნია, რომ მოზომილი, რბილი მესიჯები შეარჩიოს საზოგადოებასთან კომუნიკაციის დროს. თვითკმაყოფილებას არ მიეცეს, არ დაიკავოს ძლევამოსილის პოზიცია, რომ გაიმარჯვა, რადგან საზოგადოებაც და საერთაშორისო თანამეგობრობაც ელოდება, რომ ხელისუფლება მზად არის დიალოგისა და საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებისთვის“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ზაალ ანჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×