თამთა ჩაჩანიძე
20.11.2019

 „აქციებზე გამოყენებული იქნება მშვიდობიანი ყველა მწვავე ფორმა," -ასე აანონსებს „რეზონანსთან" ლეიბორისტული პარტიის უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი ოპოზიციის პროტესტის ერთობლივ გეგმას, რომლის მიხედვითაც, ისინი ორშაბათს 19:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე მასშტაბური აქციის გაიმართვას აპირებენ.

ჩხარტიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიები გაჩერებას არ აპირებენ და ამით ბიძინა ივანიშვილს იძულებულს გახდიან, რომ ნაბიჯი გადადგას.

„ბიძინა ივანიშვილის უტიფარი ქმედების გამო ყველა ოპოზიციური პარტიის პროტესტი გრძელდება. მან ჩვენს ქვეყანას და საერთაშორისო საზოგადობას პროპორციული არჩევნები დაპირდა, და ამის ნაცვლად ჩვენ მივიღეთ ის, რომ ივანიშვილს, ნახევარი პარლამენტის წინასწარ გაფორმება და მარად უმრავლესობაში ყოფნა სურს. ახლა უკვე მისმა კარის ბიჭმა ხუნდაძემ განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემა მთლიანად მაჟორიტარული სისტემის იყოსო. აქედან გამომდინარე, ყველა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს სხვადასხვა ფორმით გააპროტესტოს, ალბათ ივანიშვილს სპეცრაზმით მოუწევს ხოლმე სიარული, რადგან ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ, ორშაბათს სარამოს 19:00 საათზე დანიშნულია აქცია-მსვლელობა, ასევე მომავალშიც მრავალი სხვადასხვა ფორმის ძალიან მწვავე მშვიდობიანი აქციები იქნება.

„აქციები არ შეჩერდება, რaც, დარწმუნებული ვარ, ივანიშვილს საბოლოოდ აიძულებს, რომ ადეკვატური ნაბიჯი გადადგას, ან ძალიან მძიმედ დამთავრება მოუწევს" -აცხადებს იგი.

მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებებიც ოპოზიციის სულისკვეთებას იზიარებდა.

„ყველა პარტიასთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ევროკავშირმა, აშშ-ს საელჩომ ერთობლივი განცხადებაც კი გააკეთეს, რომელიც ჩვენს სულისკვეთებას იზიარებდა, პატრიარქის განცხადება დიპლომატიური იყო, მაგრამ მაინც აშკარად აქეთკენ მიუთითებდა.

„საქართველოში, დიქტატურის დამყარების მცდელობა შეუძლებელია, ერთადერთი კომუნისტურ-ბოლშევიკური დიქტატურა გვახსოვს და იმანაც ბოლომდე გატანა ვერ შეძლო, ბუნებრივია არც ივანიშვილს გაუვა, თუ იგი დროულად არ მოვა გონს და სამართლიანი პროპორციული არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ამ შემთხვევაში მას ძალიან მძიმე მომავალი ელის.

„აქციებზე გამოყენებული იქნება მშვიდობიანი ყველა მწვავე ფორმა,რადგან სხვადასხვა პარტიებს სხვადასხვა გემოვნება აქვს, მმართველი პარტია ცდილობს ხოლმე, რომ ერთიან ბლოკად მოგვიხსენიოს, ჩვენ ერთიანი ბლოკი არ ვართ, ჩვენ ერთი მოთხოვნით გაერთიანებული ყველა ოპოზიციური პარტია ვართ, აქედან გამომდინარე, ზოგს რა მიაჩნია პროტესტის გამოხატვის ეფექტურ ფორმად, ზოგს რა.

„თუ ჩვენ ახლა ივანიშვილის ძალადობას და უტიფრობას შევეგუებით, ეს იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ ხუთი წელი დიქტატურაში ცხოვრება მოგვიწევს და იმედი მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილი უმცირესობას მიეკუთვნება და საქართველო მონობაში ყოფნას არ შეეგუება, ივანიშვილმა ან ადეკვატური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ან არადა მას ტუალეტშიც სპეცრაზმით სიარული მოუწევს, თუ დაგვშალა კიდევ შევიკრიბებით, ივანიშვილს საკუთარი პოლიტიკური ბუნკერიდან ამოვიღებთ და სანაგვეზე გადავაგდებთ."-განაცხადა ჩხარტიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×