რეზონანსი
20.11.2019

  ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერის, ნოდარ მიქიაშვლის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ლიკლიკაძე გარდაცვლილს დადებით პიროვნებად, თავის საქმის პროფესიონალად აფასებს და წერს რომ მისმა გარდაცვალებამ უამრავ ადამიანს დაწყვიტა გული.

"ნოდარ მიქიაშვილი ერთგვარი "ქუთაისელი შინდლერი", რომლის სია ძალიან გრძელი და ტევადი იყო. ახლა რაში მგომარეობდა მისი "შინდლერობა"...

როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" წავიდა და "ოცნება" მოვიდა, ცხადია ნოდარს არავინ შეხებია, რადგან უნიჭიერესი და უმაგრესი იყო თავის საქმეში. (მსგავსი ძლიერი ფინანსისტი არათუ ქალაქს, შეიძლება ითქვას ქვეყანასაც კი არ ყავდა). თუ ვინმეს უჭირდა ყველა ნოდარს მიეკედლა. ნოდარმა ყველას უპატრონა. ზოგი სხვა სამსახურში გადაიყვანა, ზოგზე სხვას თხოვა, ზოგს კი ბოლომდე დაუდგა გვერდით. კეთილი იყო, ძალიან კეთილი...

გარეთ სახელმოხვეჭილი, შიგნით არას მაბადი... ახლა გავიგე სახლიც კი არ დარჩენია მის მშობლიურ ქალაქში... ყოფილ ვიცე-მერზეა საუბარი, მაღალ თანამდებობის პირზე, რომელსაც ვალის გამო გაუყიდია სახლი და ამერიკაში სამუშაოდ წასულა...

უიღბლოც ყოფილხარ ნოდარ, ძალიან უიღბლო... სხვებს ახარებდი და აბედნიერებდი, საკუთარი ბედნიერება არც გქონია... არაფერი შენგან არ რჩება ხალხის სიყვარულის მეტი. ნუ, ხო რაა... ცოტა არ არის თითქოს, მაგრამ ძალიან ცოტაა ნოდო ძმაო, უფრო მეტი უნდა დარჩენილიყო შენი ცხოვრებიდან. ძალიან გვენანები ნოდო... ძალიან...

ყველას უყვარდა, მლანძღავი არ ყავდა, წესიერად იცხოვრა (იცხოვრა კი?),

ნოდარი იყო კაცი, რომელმაც გული ჩაწყვიტა უამრავ ქუთაისელს. ამიტომაც გაგვიჭირდება იმ აზრთან შეგუება რომ ნოდარ მიქიაშვილი აღარ არის..."

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი 39 წლის ასაკში, ნიუ იორკში, საცხოვრებელ სახლში გარდაიცვალა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×