„აუცილებელია გამარჯვების სტრატეგიაზე შეთანხმება. თუ ეს შეთანხმება მოხდება, პირდაპირ შემიძლია ვუთხრა „ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს, რომ ის უკვე დასრულებულია,"- ასე აფასებს „რეზონანსთან", ჟურნალისტი და „ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი ანი მოროტაძე, ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციის საპროტესტო მუხტს.
ამბობს, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილი ძლიერი აღარაა, რადგან მან პროტესტის ერთ დღესაც ვერ გაუძლო.
„ბიძინა ივანიშვილი ისეთი ძლიერი აღარაა, რომლისთვის მოგებაც (მშვიდობიანი პროტესტით) შეუძლებელია. საზოგადოება ხშირ შემთხვევაში არ არის ხოლმე აქტიური, ბიძინა ივანიშვილს კი ქუჩაში გამოსული ბევრი ხალხის ძალიან ეშინია, მან ქუჩის პროტესტს ერთი დღეც კი ვერ გაუძლო, ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ პანიკური შიში აქვს და ასეთ შემთხვევაში უმართავი ხდება, ის რომ კომფორტის ზონიდან გამოვიყვანოთ, რა თქმა უნდა საზოგადოების პროტესტი ხშირად უნდა იყოს.
„პროტესტი უნდა იყოს ყველაფერზე, რაც საზოგადოებას არ მოსწონს და რაც ხელისუფლებას ბევრი აქვს, ადამიანებმა ხმამაღლა უნდა გამოხატონ თავიანთი პროტესტი, რომელიც მიგვიყვანს იქამდე, რომ „ქართული ოცნება" ამხელა ზეწოლას ვერ გაუძლებს.
„მეორე პრობლემა ისაა, რომ ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო" შეეცდებიან, რომ ქუჩის პროცესები მათი დროშის ქვეშ ატარონ, ასეთ შემთხვევებში საზოგადოების მხრიდან ყოველთვის იქნება გაუცხოვება, რაც ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება" ყოველთვის მოუგებს მათ, იმის მიუხედავად, რომ მათ შორის მორალური უპირატესობა არარ არსებობს,
„ერთიც და მეორეც იმდენად იმიჯდაკარგულია, რომ შესაძლოა ქართულ საზოგადოებას მმართველი გუნდის გაშვება უნდოდეს, მაგრამ არა „ნაცმოძრაობის" მოსვლით, ეს „ნაციონალურ მოძრაობაში" კარგად უნდა გაიაზრონ და მიხვდნენ, რომ ისინი ნებისით თუ უნებლიედ ამ დრომდე ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობენ და ვიდრე ეს ადამიანები ამ პოლიტიკაზე ხელს არ აიღებენ, ისინი ავტომატურად ივანიშვილის თანამზრახველები გამოდიან, ეს ყველაფერი კი ივანიშვილისთვის საკუთარი ხელსუფლების გასახანგრძლივებლად ძალიან ხელსაყრელია," - აცხადებს მიროტაძე.
ის მიიჩნევს, რომ ოპოზიცია საზოგადოებას თუ ისეთ სტრატეგიას შესთავაზებს, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების" გაშვებით „ნაციონალური მოძრაობა" არ დაბრუნდება, ამან შესაძლოა ხალხი ქუჩაში გამოიყვანოს.
„ყველას მოგვიწევს შევთანხმდეთ იმაზე თუ როგორ ვამარცხებთ „ქართულ ოცნებას" „ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნების გარეშე, თუ საზოგადოებას ამ ფორმულას შევთავაზებთ, ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ხალხით გადაივსება, არა მხოლოდ რუსთაველი, არამედ ნებისმიერი რაიონული ცენტრი, რომლებიც ხმამაღლა იტყვიან, რომ ივანიშვილის დრო წავიდა, ოღონდ ამისთვის სწორი სტრატეგიული ნაბიჯები და გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ პოლიტიკურ ამბიციებზე უარის თქმაა საჭირო.
„ივანიშვილის ხელისუფლება აქციის დაშლით და ადამიანების დაპატიმრებით ვერ იმარჯვებს, ეს კიდევ ერთხელ მაფიქრებინებს, რომ როგორი უსუსური მხდალი და შეშინებული ხელისუფლება გვყავს, რომელსაც არ შეუძლია საზოგადოებას წყლის ჭავლის, თვალების დათხრის, ცრემლსადენი გაზის გაშვების და ტყვიების სროლის გარდა რაიმე შესთავაზოს.
„ხელისუფლებას თუკი ვინმე გონივრულად მოაზროვნე ჰყავდა, ყველა გამოეცალა და დარჩნენ ადამიანები, რომლებიც პოლიტიკის აზრზე არ არიან. დღეს უპირატესობა მთლიანად ოპოზიციის მხარესაა და უდა გაიაზროს, „ქართულ ოცნებას" როგორ არ მისცეს შესაძლებლობა, რომ ის გამარჯვება მოიპოვოს, რომელიც მას უკვე დაკარგული აქვს.
„მოსწონს თუ არა ხელისუფლებას აქციები იქნება, დარწმუნებული ვარ, რომ ახალი სახეები და ლიდერები კიდევ გამოჩნდებიან, როგორც 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ გამოჩნდნენ, აუცილებელია გამარჯვების სტრატეგიაზე შეთანხმება,თუ ეს შეთანხმება მოხდება, პირდაპირ შემიძლია ვუთხრა „ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს, რომ ის უკვე დასრულებულია.
„ცალსახად მხარს პროპორციულ სისტემას ვუჭერ, მიუხედავად იმისა თუ რა საარჩევნო სისტემას შემოგვთავაზებენ,არჩევნები სულ, რომ ფეოდალური მაჟორიტარული სისტემით ჩაატარონ,ჩვან მაინც გვაქვს ის რესურსი, რომ ამ ომშიც გავყვეთ და ხელისუფლებას საკუთარ მოედანზე მოვუგოთ და შემდეგ უკვე ჩვენ თვითონვე შევცვალოთ ის, რაც შესაცვლელია დემოკრატიული განვითარებისთვის."-განაცხადა მიროტაძემ