რეზონანსი
21.11.2019

 საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში ლევან ვასაძის  განცხადებას ეხმიანება. ცნობისთვის, ვასაძემ განაცხადა, რომ „დასაჭურისებული კაცების ცოლებმა შექმნეს საწყალი ზვიადისგან კოლექტიური უკმარი ქმრის ჰოლოგრამა, რომელიც ამ მატრიარქატის გულის მოსაფხანად, რუსს აგინებდა! მაგან გადაგვამტვრია თავზე ის ჯოხები... და მაგან აგვიფეთქა აფხაზეთი და სამაჩაბლო და მაგანვე მოკლა საწყალი ზვიადიც...“

„შე მართლა დასაჭურისებულო ლატენტურო მამათმავალო, მამაკაცის უკმარისობა რომ გაქვს, იმიტომ დადიხარ კომბლებით და სხვა ფალიკური სიმბოლოებით. სწორედ ზვიად გამსახურდიას ინიცირებულმა კონსტიტუციურმა მოწყობამ დაარეგულირა აფხაზეთის საკითხი, ხოლო სამაჩაბლოში, სახელმწიფო გადატრიალებამდე, ცალსახად ვრცელდებოდა საქართველოს იურისდიქცია - სანამ შენნაირი მოღალატეების საქციელით გარეშე მტერი ისარგებლებდა, როგორც ისტორიაში არაერთხელ მომხდარა. აფხაზეთიცა და სამაჩაბლოც ააფეთქა შენი სწავლის და ცხოვრების დამფინანსებელმა ედუარდ შევარდნაძემ, შემდგომ ქართველი ჯარისკაცები სანადირო თოფების ამარა დატოვა სოხუმში და ქართველების სისხლის კალო ალეწინა!

სწორედ მაშინ, როდესაც შენ შევარდნაძის ფონდის ფულით ამერიკაში სეირნობდი... საწყალი ზვიადი არ არის, ერისთვის და მართალი საქმისთვის შეწირულები საქართველოში საწყლებად არ ითვლებიან, აშკარად რუსული მენტალობა გაქვს! საწყალი მამაშენი შიოა, მთელი თბილისი შარდიყლაპიას სახელით რომ იცნობს! მგონი, შენთვისაც, დედის რძე დაენანა და შიოს შარდი გაქვს მის მაგივრად ნასვამი,“ - წერს გამსახურდია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×