
ნაციონალური მოძრაობის წევრი მეგი გოცირიძე ამბობს, რომ ყოფილი ხელისუფლების მმართველობის 9 წლიან პერიოდში არავითარი პოლიტიკური დევნა, მქარა ან შანტაჟი არ მიმდინარეობდა და ეს ყველაფერი ვარდების რევოლუციისთანავე წარსულს ჩაბარდა. გოცირიძე ფეისბუქში სტატუსს აქვეყნებს:
1991 წლის 22 დეკემბერიდან მოყოლებული "ზვიადისტების" გაუთავებელი დაპატიმრება, მუქარა, შანტაჟი და პოლიტიკური დევნა არ დამთავრდა , ვიდრე ვარდების რევოლუცია არ მოხდა , რის შემდეგაც დიდი ეროვნული შერიგების აქტი გაფორმდა და 9 წელი არავითარი პოლიტიკური დევნა, მუქარა და შანტაჟი
აღარ მიმდინარეობდა , არაერთი პოლიტიკური დევნილი დაუბრუნდა საკუთარ სამშობლოს, ვიდრე 2012წლის 1 ოქტომბერს, რუსეთის მიერ განხორციელებული მორიგი
სპეცოპერაცია ცოცხები არ დაიდგა საქართველოს წინააღმდეგ და კვლავ არ დაიწყო პატრიოტების პოლიტიკური დევნა იგივე ხალხის მხრიდან ❗
წესით მალე უნდა დასრულდეს ეს ვაქჰანალია ,რომელიც ასე სასტიკად ანგრევს სახელმწიფოებრიობის ისედაც სუსტ საფუძვლებს , მალე მოეღება ამ უბედურებას ბოლო, გაერთიანდება ერი❗
არ არსებობს რღვევის საფრთხე ემუქრებოდეს იმ ჯაჭვს , რომელიც იდეის გარშემო არის შემოვლებული და არა უფასო ფულის ირგვლივ !
"ენმ" არის ბრენდი, ბრენდი კი , რომელიც მიშამ შექმნა არის იდეა, რომელიც ნიშნავს ბრძოლას ერთიანი,ძლიერი და თავისუფალი საქართველოსთვის❗
ჩვენ ერთიანები ვართ საქართველოს მომავლისთვის ბრძოლაში ❗
ჩვენ ვართ სამშობლოს პატრიოტები, რომლებიც ჩვენს წილ ოკუპირებულ სამშობლოს არავის დავუთმობთ და ვაგრძელებთ ბრძოლას საქართველოს თავისუფლებისთვის ❗
#მხოლოდერთობა"- წერს გოცირიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე