საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი ლიდერი, თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელსი აქვეყნებს ფოტოებს და წერს, რომ ეს არის მისი ქალიშვილის, ნინის მინოწერა კლასელთან.
„9 წლის ბავშვის თვალით დანახული საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება"- წერს თამარ ჩუგოშვილი.
ერთ ფოტოზე ჩანს ფურცლის ნაგლეჯი, რომელზეც წერია: „დედაჩემი იქ აღარ მუშაობს, გააბრაზეს"
მეორე სურათზე: „არ არის ცუდი, უხარია".
შეგახსენებთ 14 ნოემბერს, თამარ ჩუგოშვილმა და რამდენიმე დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე