„ეს მცდელობა მიმართულია არა კონკრეტული პარტიის მიმართ, არამედ სტაბილიზაციის და სახელმწიფოებრივობის წინააღმდეგ,"-ასე აფასებს „რეზონანსთან" საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა კობალაძე, ოპოზიციის სამოქმედო გეგმას „მაინც დაგაბოქლომებთ", რომლის მიხედვითაც ისინი პროტესტის ნიშნად სახელმწიფო უწყებებს ბოქლომებს ადებენ.
კობალაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" აგრესიის საფუძველზე, საზოგადოების ინიციატივის მითვისებას ცდილობს.
„ეს მცდელობა მიმართულია არა კონკრეტული პარტიის მიმართ, არამედ სტაბილიზაციის და სახელმწიფოებრივობის წინააღმდეგ, ფაქტობრივად დისკრედიტირებული შემადგენლობა, აგრესიული ნაბიჯებით ინიციატივის ხელში აღებას ცდილობს, მაგრამ ხალხს მახსოვრობაში საკმაოდ კარგად აქვს ჩაბეჭდილი მათი მოღვაწეობის პერიოდები.
„ამაზე ხელისუფლება რას აპირებს, ეს კონკრეტულად იმ ხალხმა იცის, ვისაც ეს ამოცანა აქვს, ნებისმიერი მიმართულებით სახელმწიფოს უნარი შესწევს, რომ კანონიერება დაიცვას, ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცულია, შესაბამისად კანონის ფარგლებში ნებისმიერი მოქმედებას ხელი არ შეეშლება, სანამ კანონს არ გადავლენ.
„ჩვენ ამ პროცესებს ძალიან მშვიდად და წყნარად ვუყურებთ, ისტერიის, გულში მჯიღის რტყმის და უუნარო კვეხნა ჭიმვის გარეშე," - აცხადებს იგი.
კობალაძე მიიჩნევს, რომ 2020 წელს საქართველო პროპორციული არჩევნების ჩატარებისთვის მზად არ იყო, ამიტომაც მან იმ საკონსტიტუციო ცვლილებას დაუჭირა, რომელიც პროპორციული არჩევნების ჩატარებას 2024 წლიდან იოთვალისწინებდა.
„მე მხარი იმ საკონსტიტუციო ცვლილებას დავუჭირე, რომელიც პროპორციული არჩევნების 2024 წლიდან ჩატარებას ითვალისწინებდა, რამეთუ ჩემი აზრით (რაც დასამალი არ მაქვს, არც ვინმეს წინაშე საკეკლუცოდ არ მაქვს განსაზღვრული) დღეს ჩვენი ქვეყანა მითუმეტეს იმ რეალობაში, რომელშიც ჩვენ ვართ ნაღდად არაა იმისთვის მზად, რომ კიდევ რაღაცა დამატებითი დისონანსის და დესტაბილიზაციის წყარო იყოს და ვიყოთ მუდმივ სამთავრობო-სახელისუფლებო კრიზისში, ასედან გამომდინარე, ჩემი პოზიცია იქითკენ იყო მმართული, რომ 2020 წლის არჩევნები შერეული სისიტემით ჩატარებულიყო და პროპორციულ არჩევნებზე 2024 წლისათვის გადავსულიყავით.
„ჩემი ქვეყნის სახელმწიფოებრივობის გადაწყვეტილების კონკრეტულად შესრულებას, სტაბილიზაცია და კონკრეტული მმართველობა სჭირდება და არა მუდმივი ქაოსი."-განაცხადა კობალაძემ.