„რუსეთში დაიწყო ძალიან საინტერესო პროცესი, მათ ჩვენი საკითხი აიტაცეს და საქართველოში რევოლუციურ ცვლილებებზე საუბრობენ. რუსეთში ეს მოლოდინები უფროა, ვიდრე დასავლელ მეგობრებში, ჩვენი არეულობა ხელს ვის აძლევს, ეს გასაგებიცაა," -ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისიაია საერთაშორისო რეაქციას საქართველოში შექმნის საპროტესტო მუხტზე.
„რეზონანსი": ვითარება დაძაბულია, ოპოზიცია 25 ნოემბრიდან მწვავე აქციებს პროგნოზირებს, ხოლო ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნის საშუალებას არავის მისცემს. ამ ფონზე როგორი სცენარია მოსალოდნელი?
ვახტანგ მაისაია: არ მგონია, რომ ვითარება გამწვავდეს იმიტომ, რომ ოპოზიციას არ ჰყავს მხარდამჭერი მასა, რომელიც პროცესებზე რაიმე გავლენას შეძლებს, არც მმართველ პარტიას არ გააჩნია მხარდამჭერი მასა, ფაქტიურად პარიტეტული სიტუაციაა, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ საზოგადოება ასეთი პოლიტიკური არეულობებისაგან დაირალა.
მესმის, რომ რაც მოხდა, საქართველოს იმისჯიათვის დადებითის მომტანი არაა, მაგრამ კიდევ ერთი ფერადი რევოლუციის მეშვეობით რომ საქართველოს საკუთარი გეოპოლიტიკური იმიჯი დააზარალოს, ეს მართებული არ იქნება.
დღეს ოპოზიცია იმ ძალის ირგვლივ ერთიანდება, რომელმაც გვაჩვენა რეალური სახე, რომ ის უფრო ავტორიტარული და ტოტალიტარულია. თუ პროტესტის ამ ტალღას ეს ძალა ჩამოსცილდება, მაშინ შესაძლოა რაღაცა მოვლენებს ჰქონდეს ადგილი, მაგრამ სანამ ეს„ნაციონალურ მოძრაობასთან" და „ევროპულ საქართველოსთან" ასოცირდება, მოსახლეობა მას მხარს არ დაუჭერს. ეს დესტრუქციული ძალაა და მას მომავალი არა აქვს.
„რ": როგორ ფიქრობთ, როგორია შექმნილ ვითარებაზე საერთაშორისო რეაქცია?
ვ.მ: საერთაშორისო რეაქცია საკმაოდ ადეკვატურია, ისინი ოპოზიციის მიმართ მაინცდამაინც რაიმე მხარდაჭერას არ გამოხატავენ, გერმანიის ელჩმაც გააკეთა განცხადება, რომ ბლოკირება და მსგავსი სხვა ქმედება სამართლებრივი ბრძოლის მეთოდი არაა, ამიტომ ჯერჯერობით ჩვენი სტრატეგიული მეგობრები და საერთაშორისო ორგანიზაციები ძალიან პოზიტიურად უყურებენ.
რუსეთში დაიწყო ძალიან საინტერესო პროცესი, მათ ჩვენი საკითხი აიტაცეს და საქართველოში რევოლუციურ ცვლილებებზე საუბრობენ, რუსეთში ეს მოლოდინები უფროა, ვიდრე დასავლელ მეგობრებში, ჩვენი არეულობა ხელს ვის აძლევს, გასაგებია.
„რ": აზერბაიჯანის პრეზიდენტი საერთაშორისო ორგანიზაციებს და დასავლეთის ქვეყნებს შერჩევით მიდგომაში ადანაშაულებს იგი ამბობს, რომ ვხედავთ ზოგიერთ ქვეყანაში როგორ უსწორდებიან დემონსტრანტებს, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციები ხმას არ იღებენო, საქართველოსაც ხომ არ გულისხმობდა გაცხადებაში?
ვ.მ: ალიევი როგორც ჩანს ან ჰონგ-კონგს ან პარიზს, ჩვენთან აქციის დაშლა ამჯერად აბსოლუტურად ადეკვატური საშუალებებით და მშვიდობიანი ხერხებით მოხდა, 20-21 ივნისი კი ძალის გადამეტებული გამოყენება იყო ეს კიდევაც აღინიშნა.
„რ": რეალურად საზოგადოებას „ქართული ოცნების" მიმართ პროტესტი აქვს, თუმცა აღინიშნა, რომ ისინი „ნაციონალური მოძრაობის" გამო თავს იკავებენ...
ვ.მ: სანამ „ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო" ამ პროცესების ორკესტრირებას ეცდებიან მათ არავითარი შანსი არ აქვთ, ამის გარანტიას გაძლევთ, ხალხი არ გამოვა და შესაძლოა პირიქით გამოვიდეს, რომ ეს ძალა დაიშალოს.