გიგი უგულავა შესაძლოა კვლავ ე.წ. მატროსოვის ციხეში დაბრუნდეს. „სიტი პარკის“ საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა და მხარეებმა სასამართლოში 23 ტომი მტკიცებულება უკვე გამოიკვლიეს. მოწამეთა გრძელი სიიდან დასაკითხი მხოლოდ 5 პირი დარჩა. საქმის განხილვა კი უკვე 5 წელია რაც მიმდინარეობს, ამის შესახებ ონფორმაციას „ქრონიკა“ ავრცელებს.
პროკურორი მიხეილ სანდრაძე გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება და ამბობს, რომ უამრავი მოწმის ჩვენებები არსებობს, რომ უგულავას ბრალი დაუმტკიცონ. ასევე, პროკურორი აცხადებს, რომ ჩატარებულია ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რომლის მიხედვითაც ბრალდების მხარეს უგულავას წაინააღმდეგ ყველა მტკიცებულება აქვს.
2014 წელს ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, რომ თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ „სი თი პარკთან“ კაბალური ხელშეკრულება დადო, რის გამოც მან ბიუჯეტი აზარალა. იმავე წელს მისი დაკავება მოხდა და კიდევ ერთი ბრალი წარუდგინეს, სადაც განსაკუთრებულად დიდი ოდენობით თანხის ლეგალიზებას ედავებოდნენ.
თავად გიგი უგულავა ამბობს, რომ ეს არის ყველაზე ფანტაზიის მაგვარი საქმეები, რომელიც მას წაუყენეს. მისი თქმით, „სიტი პარკის“ საქმეზე ბარლი იმიტომ წაუყენეს, რომ პასპორტი ჩამოერთმიათ. ამბობს, რომ გინდა მიმდინარე საქმით წარუდგინონ ბრალი და გინდაც ახალით, სრულიად არ აღელვებს რას იზამს ეს ხელისუფლება.
უგულავას ბრალი ასევე წაუყენეს მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებით - იძულების და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით, რის გამოც, არც მეტი არც ნაკლები, 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
საქმე კი ასეთია:
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა “სამხურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობის თანხების გაფლანგვის” ბრალდებით გიგი უგულავა 2014 წელს სს პასუხისგებაში მისცა.
„სიტი პარკსა“ და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა. სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებულ საკითხებზე ედავება საგამოძიებო სამსახური უგულავას:
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში კი ამბობენ, რომ გიგი უგულავას ბრალად ედება სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვა. კერძოდ, 2007 წლის 7 დეკემბერს შპს "სიტი პარკსა" და ქ. თბილისის მთავრობას შორის გაფორმდა ხელშეკრულება ,,პარკირების სფეროს მართვის უფლების იჯარის გაცემის შესახებ", რომლის თანახმად, თბილისში პარკირების მომსახურების გაწევა გადავიდა ექსკლუზიურად შპს "სიტი პარკზე", რომლიდანაც მიღებული შემოსავლის (ჯარიმების) 60%-ს მიიღებდა ქ. თბილისის მთავრობა, ხოლო 40%-ს შპს "სიტი პარკი". მოგვიანებით „გიორგი უგულავამ, რომელსაც 2006-2013 წლებში ეკავა ქ. თბილისის მერის თანამდებობა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შპს ,,სიტი პარკს" მიანიჭა არამართლზომიერი უპირატესობა, რაც გამოიხატა სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივი განკარგვით ზემოაღნიშნული კომპანიისათვის შემოსავლის ხელოვნურად გაზრდაში:
„გიორგი უგულავამ, რომელსაც 2006-2013 წლებში ეკავა ქ. თბილისის მერის თანამდებობა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შპს ,,სიტი პარკს" მიანიჭა არამართლზომიერი უპირატესობა, რაც გამოიხატა სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივი განკარგვით ზემოაღნიშნული კომპანიისათვის შემოსავლის ხელოვნურად გაზრდაში. კერძოდ, გიორგი უგულავამ შპს ,,სიტი პარკის" სასარგებლოდ 2009 წლის 11 თებერვალს გამოცემული ბრძანების დანართში განზრახ არასწორი სახაზინო კოდი მიუთითა, რის საფუძველზეც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის თბილისელების მიერ გადახდილი ჯარიმის თანხის 40%, ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტისა, გადაირიცხა შპს ,,სიტი პარკის" ანგარიშზე.
ამავდროულად, გიორგი უგულავას გადაწყვეტილებით, ქ. თბილისის მერიასა და შპს ,,სიტი პარკს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში 2011 წლის 06 აპრილს შევიდა ცვლილება N 3, რის საფუძველზე კვლავ კომპანიის სასარგებლოდ შეიცვალა ჯარიმებიდან მიღებული შემოსავლების განაწილების წესი, კერძოდ: მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისათვის შპს ,,სიტი პარკი" თბილისში საქმიანობით სოლიდურ მოგებას იღებდა და სახელმწიფოს მხრიდან არ არსებობდა კომპანიისათვის რაიმე დამატებითი შეღავათის დაწესების აუცილებლობა, შპს "სიტი პარკმა" ხსენებული ცვლილებით თბილისელების მიერ გადახდილი თითოეული ჯარიმიდან დამატებით მიიღო 3 ლარი, 40% წარიმართა კომპანიის ანგარიშზე.
შეუძლებელია თბილისის მერს წაუყენო ბრალი სამართლებრივი დოკუმენტის კანონშეუსაბამოდ გამოცემასთან, მაშინ როცა მასზე სამართლებრივი საბოლოო დასკვნა გაცემული აქვს იუსტიციის სამინისტროს...
ამდენად, ქ. თბილისის მერმა, გიორგი უგულავამ, ცენტრალური ბიუჯეტის განზრახ იგნორირებით, კანონთან შეუსაბამო ბრძანების საფუძველზე შპს ,,სიტი პარკისთვის" დამატებითი შეღავათების დაწესებით კომპანიის სასარგებლოდ, მთლიანობაში, გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 1 086 718 ლარი“,-ვკითხულობთ 2014 წლის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.