ია აბულაშვილი
22.11.2019

 "ბიძინა ისე წავა, როგორც დაგიბარებია, ქარი დათესა და ქარიშხალს მიიღებს, პროტესტს ვერაფერი ვერ აკავებს" - ასე ეხმაურება პარტია "თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გოგი წულაია საპროტესტო აქციებს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით იმართება.

"ერთი ნათელი წერტილი, რომ "ოცნებამ" რაღაც გააკეთა ქართულ პოლიტიკაში, იქნებოდა ის, რომ ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასულიყო; მაშინ ყველა პარტიას ექნებოდა შანსი და აღარ იქნებოდა ეს ორპულუსიანი სისტემა. მაჟორიტარები რომ გაჰყვირიან, ორი წლის მერე დაიქცევა ქვეყანა, პროპორციულით თუ ჩატარდა არჩევნებიო, რომელი ნოსტარდამუსები მაგენი მყავს, წინასწარ იცოდნენ რა მოხდება. ეს არ იცოდნენ, ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე რომ მივიდოდა? მთავარი ის კი არ არის თოფი გავარდეს, უთოფოდაც კარგად ურტამენ მუშტებს ერთმანეთს. ეგ მაჟორიტარები უტირებენ ბიძინას ყოფას, ახლა გადაფარებული რომაა. "ნაცონალები" თუ მობრუნდნენ, მერე ნახე როგორ გადაბარგდებიან "ოცნების" მაჟორიტარები "ნაციონალებთან". არ გვინახავს თუ რა, შევარდნაძის ან სააკაშვილის დროს.

ეროვნული მოძარაობა რომ დაიწყო, ჩემი ახლობლები მაჩერებდნენ, სულელი ხომ არ ხარ, რას დარბიხარ, საბჭოთა კავშირს რა დაანგრევსო, ხომ დაინგრა? შევარდნაძის დროს, მაგას ვინ გაუშვებსო, გაუშვეს? სააკაშვილს ნუ ეჭიდავები გოგი, მაგი უსისხლოდ არ წავაო, წავიდა? ბიძინაც ისე წავა, როგორც დაგიბარებია, "კუდა ონ ძენეტსა". ქარი დათესა და ქარიშხალს მიიღებს. მერე ნახე, როგორ გაწეწავენ ბიძინას "ნაციონალები". თუ გარანტიები მიიღო, მაშინ არც ოქრიაშვილი გაახსენდება, არც თალაკვაძე და არც მდინარაძე..." - განაცხადა "რეზონანსთან" გოგი წულაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×