„ვითხოვთ, რომ „ქართული ოცნება" პროცესს დაუბრუნდეს, თუ პროცესის განხილვას არ დაუბრუნდება, კენჭს ახლიდან არ უყრის და სამი მოსმენით არ მიიღებს, კონსტიტუციის თანახმად ხომ ვერ დაინიშნება არჩევნები? არადა ვადებიც ისეა მოწყობილი, რომ ეს პროცესი შემოდგომამდე გაიწელება," - ასეთია „რეზონანსთან" მმართველი გუნდის მიმართ „პატრიოტთა ალიანსის" პოლიტიკური მდივნის გოჩა თევდორაძის მოწოდება.
მისივე თქმით, ალიანსი თვის ბოლოს სპორტის სასახლეში შეკრებას და ხელისუფლებისთვის მთავარი მოთხოვნების წაყენებას აპირებს.
„პატრიოტთა ალიანსი" აპირებს, რომ 30 ნოემბერს 18:00 საათზე სპორტის სასახლეში შეიკრიბოს, უმთავრესი საკიხები კი პროპორციული სისტემა (რომელზეც ხელისუფლებამ ოპერატიული ნაბიჯები უნდა გადადგას) და დამნაშავე რეჟიმის გასამართლებისა და დასჯის მოთხოვნა იქნება.
„რეზოლუციის პროექტით, რომელიც საქართველოს პარლამენტში გვაქვს შეტანილი, მოვითხოვთ, რომ წინა ხელისუფლების მოღვაწეობის პოლიტიკური შეფასება მიეცეს, რომელიც სასწრაფოდ უნდა მოხდეს, და დასრულდეს ის სპექტაკლები, რომლებსაც „ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა" ერთობლივად დგამს, ვფიქრობთ, რომ სპორტის სასახლეს გავავსებთ, თუმცა მოდით ამას ერთად დავაკვირდეთ.
„მაჟორიტარებს ღილაკზე თითის მიჭერის გარდა, არავითარი სხვა ფუნქცია არ ჰქონდათ და მათგან არავითარი იდეა და ინიციატივა არ წამოსულა, ესაა „ოცნების" ხელმძღვანელობისგან და ბიძინა ივანიშვილისგან მართული პროცესი, არ შეიძლება, რომ ამ საქმეს მარგინალიზაცია გაუკეთდეს, რასაც ქართველი ხალხის არჩევანის გარეშე დატოვება ჰქვია.
„ამიტომაც ადრესატი სწორად უნდა შეირჩეს, ახლა პირდაპირ სრულად ხელისუფლებაზე ზეწოლა, ასევე საერთაშორისო ზეწოლის მხარდაჭერის იმედი უნდა გვქონდეს და იმ მიზნის მიღწევისკენ უნდა ვისწრაფვოდეთ, რასაც სრულიად პროპორციული არჩევნების 2020 წლის 31 ოქტომბრისთვის ჩატარებას გულისხმობს," - აცხადებს იგი.
თევდორაძე ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნა ვადამდელ პროპორციული არჩევნების შესახებ, კანონის ჩარჩოებს გაცდენილია, რადგან ამისათვის კონსტიტუციური ცვლილება და პროცესის საკაონმდებლო ორგანოში დაბრუნებაა საჭირო, რომელიც მისი თქმით შემოდგომამდე გაიწელება.
„ნაცმოძრაობისგან" მიზანაცდენილ მოთხოვნებს ვხედავ, მათ მოთხოვნებში საუბარია იმაზე, რომ ვადამდელი პროპორციული არჩევნები ცატარდეს, კიდეც რომ ხელისუფლება დასთანხმდეს, როგორც ჩაატარებს ვადამდელ პროპორციულს, ამას კონსტიტუციური ცვლილება სჭირდება, რომელიც „ოცნებამ" ჩააგდო, ვითხოვთ, რომ „ქართული ოცნება" პროცესს დაუბრუნდეს, თუ პროცესის განხილვას არ დაუბრუნდება,ცვლილებებს კენჭს ახლიდან არ უყრის და სამი მოსმენით თუ არ მიიღებს, კონსტიტუციის თანახმად ხომ ვერ დაინიშნება არჩევნები? არადა ვადბიც ისეა მოწყობილი, რომ თავისთავად ეს პროცესი შემოდგომამდე გაიწელება.
„როცა ვადამდელ პროპორციული არჩევნების ჩატარებას ითხოვ, ესე იგი არაფერს არ ითხოვ იმიტომ, რომ ეს ბუნებაში არ არსებობს.
„მიზანი სულ სხვაა, „ნაციონალური მოძრაობა" კი ყოველთვის დესტრუქციულ ფორმებს ირჩევს, ამ ქვეყანაში ორივეს მმართველობა უნდა დასრულდეს, ჩვენ ვებრძოდით და ვებრძვით „ნაცმოძრაობას", რომლის წამახალისებლად „ქართული ოცნება გვევლინება, რომელმაც ეს საზოგადოება მოატყუა, ამიტომაც ორივეს ერთად პოლიტიკური ავანსცენიდან გავისტუმრებთ ჩვენი პერმანენტული აქციებით და საერთაშორისო ზეწოლის საფუძველზე, კარგი საქმის მიღწევა ბოროტ ძალასთან ერთად არ შეიძლება."-განაცხადა თევდორაძემ.