თამთა ჩაჩანიძე
23.11.2019

 არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პლებისციტის ან რეფერენდუმის ჩატარება დაგვიანებულიცაა და შესაძლოა ვითარების განმუხტვის ნაცვლად პოლიტიკური კრიზისი კიდევ ეუფრო გაარღმავოს, - ასე აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ აკაკი ზოიძის ინიციატივას.

„ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ რეფერენდუმის, ან პლებისციტის შედეგები იქნება სავალდებულო და უპირობო მოქმედების სახელმძღვანელო ყველა ჩვენთაგანისთვის," - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

საყვარელიძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პლებისციტის ან რეფერენდუმის შედეგად ამომრჩეველთა უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება, რადგან გაჩნდება ეჭვი, რომ ხელისუფლებამ შედეგები გააყალბა.

„დავუშვათ პლებისციტმა ნეგატიური შედეგი მისცა, ხომ ითქმება, რომ ხელისუფლება ჩაერია და ამიტომაც მიიღეს ეს შედეგიო? შედეგად, დაპირისპირება თავიდნ დაიწყება.

„შესაძლოა ეს იდეა კარგია, მაგრამ დაგვიანებულია. ამ საკითხს ამდენი ვნებათაღელვა მოჰყვა და ახლა რეფერენდუმის იდეა არ ვიცი ამ სიტუაციას რამდენად დააწყნარებს. ეს თავიდანვე რომ წამოჭრილიყო, მაშინ სხვა საკითხია", - განაცხადა საყვარელიძემ.

მისივე შეფასებით, პროპორციული არჩევნების შესახებ მოსახლეობამ სიღრმისეულად არ იცის, ამიტომ რეფერენდუმის აუხსნელად ჩატარებამ შესაძლოა არაპირდაპირი გაყალბება გამოიწვიოს.

„ზოიძის ინიციატივას ოპოზიცია არ ვიცი როგორ მიიღებს, მაგრამ შესაძლოა მოვლენების გათვლის გამო არ დაუჭირონ მხარი - რომ შესაძლოა მართლაც დაინტერესებულმა მხარეებმა მოსახლეობაზე გავლენა იქონიონ,

„ჯერ მოსახლეობას უნდა აუხსნა რა რა არის და შემდეგ უკვე რეფერენდუმზე უნდა დააყენო საკითხი. ასე სიღრმისეულად არავინ არაფერი არ იცის და შესაძლოა პრინციპში რეფერენდუმის გაყალბება მოხდეს ოღონდ არაპირდაპირი", - განაცხადა საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×