
(რეზონანსი) ეკონომისტი ირაკლი ლატარია ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
"39 წლის ვარ, ბევრი რამ მინახავს ცხოვრებაში, ბევრი რამ გამივლია, ბევრი რამ მისწავლია, ბევრი მიბრძოლია, შეცდომაც ბევრი დამიშვია, სიკეთეც ბევრი მიკეთებია, ნუ მოკლედ, ასე თუ ისე რაღაც მეთქმის ცხოვრებაში და მინდა მივმართო იმ ახალგაზრდებს, რომელთა ტვინის გამორეცხვა დაიწყეს ნაცებმა და ევრონაცებმა:
მალევე შეეშვით მაგათთან დგომას, თორემ ძალიან მალე, თქვენივე უბანში მაღაზიაშიც ვერ შეხვალთ, გამყიდველი შეგაფურთხებთ, იქვე მდგომი ბიჭები დაგცინებენ, შეიძლება თავში ხელიც წამოგარტყან და ა.შ
თქვენ დგახართ იმათთან, ვინც მე და ჩემნაირებს ძმაკაცები დაუხოცეს მხოლოდ იმიტომ, რომ არ იყვნენ მათთან. თქვენ დგახართ იმათთან, ვინებმაც 15-16 წლის ახალგაზრდებს 12 და 20 წელი მიუსაჯეს სნიკერსის ან/და ასანთების მოპარვისთვის. თქვენ დგახართ იმათთან, ვინებიც ლობირებდნენ სუბოტექსის, „მაკის" გაყიდვებს და დახოცეს ამითაც სულ პატარა ბიჭები. თქვენ დგახართ იმათთან, ვისთან დარეკვებითაც პატიოსან ხალხს იარაღები, წამლები ჩაუდეს და მომავალი მოუკლეს.
მალევე შეეშვით ამ სირცხვილ და შემეშვობას, თორემ თქვენივე ტოლი გოგო - ბიჭები გადაგტეხენ მუხლებზე. დამიჯერეთ, დამიჯერეთ, ჯერ გაქვთ დრო! წერტილი", - წერს ლატარია ფეისბუქზე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე