
„ამ ვითარებაში (ოკუპაცია) და ამ საკითხზე (არჩევნები) რეფერენდუმის ჩატარება რომ გამოსავლად მიგაჩნიათ, იმ ხალხმა წინადადების ბოლოს კითხვის ნიშანი რომ დაწეროთ, მაუსი გაგისხლტებათ ხელიდან?!" - ამის შესახებ ფეისბუქში ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„რა მოხდა, სულ არაფერი იცით ამოტოლა ყოვლისმცოდნე ხალხმა?!
არ არის აუცილებელი, რომ ყველაფერზე იბრძნადმეტყველოთ, უბრალოდ, როცა რაღაც არ იცით, გაჩუმება სირცხვილი არ არის; სირცხვილი საკუთარი უვიცობის დემონსტრირებაა და თანაც, - უტიფრად!
რა რეფერენდუმი?!
ან კონსტიტუცია წაიკითხეთ, ან კანონში ჩაიხედეთ, რა უბედურებაა ამდენი კომპეტენტური ზედაპირულობა?!" - წერს მძინარაშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე