ია აბულაშვილი
24.11.2019

 „პარლამენტის დღევანდელი კრიტიკა ეროვნული ბანკის პოლიტიკის მიმართ დაგვიანებულია. უმრავლსობას ამაზე მაშინ უნდა ემსჯელა, როცა საქმე ფუჭდებოდა“, - ასე ეხმაურება ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე პარლამენტში ეროვნული ბანკის  პრეზიდენტს მოსმენის შემდეგ უმრვლესობის დეპუტატების მხრიდან გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტის წევრებს 2020-2022 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართელებები წარუდგინა, რომელსაც დეპუტატების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. მანამდე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეროვნულ ბანკს მოუწოდა ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი აქტიურად გამოიყენოს. კულუარული ინფორმაციით კი გვენეტაძის პარლამენტში გამოსვლას შეიძლება მისი თანამდებობა შეეწიროს.

„პარლამენტის დღევანდელი კრიტიკა ძალიან დაგვიანებულია. წლებია ვსაბრობთ იმაზე და არგუმენტებიც მოგვყავს, რომ ეროვნული ბანკის პოლიტიკა მცდარია. სამწუხაროდ, უმრავლსობას ადრე უნდა ემსჯელა, როცა საქმე ფუჭდებოდა. ახლა საქმე უკვე გაფუჭებულია. 

„წელს ძალიან დაბალი ეკონომიკური ზრდა იქნება. ფულის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო შეიზღუდება და ეკონომიკურ აქტივობას არ უნდა ველოდოთ. ეროვნული ბანკი კი კვლავ აპირებს გააძვიროს სესხები ეკონომიკური აგენტებისთვის. 

„გააძვირო ფული ისედაც ფულნაკლულ ქვეყანაში, ცხადია, ეს უმძიმესად აისახება ეკონომიკაზე. ეს ქმნის ნეგატიურ განწყობას და ცხადია, ან პოლიტიკა უნდა შეიცვალოს, ან ადამიანები, რომლებსაც სხვანაირად აზროვნება არ შეუძლიათ. 

„რა თქმა უნდა, პარლამენტს შეუძლია ხისტად დასვას საკითხი, თუმცა, პარლამენტი თავის ფუნქციას კარგად ისედაც ვერ ასრულებს და ახლა რატომ შეასრულებს, არ მესმის. შეიძლება იმოქმედოს თავდაცვის ინსტიქტმა და ქვეყანაში შექმნილი ეკონმიკური მდგომარეობა ეროვნულ ბანკს გადააბრალოს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ დემურ გიორხელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×