გამოფენა-გაყიდვაზე სხვადასხვა სახის ხელნაკეთი პროდუქციაა წარმოდგენილი. მათი გაყიდვიდან შემოსული მთლიანი თანხა ანიტასთვის გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე გადაირიცხება.
ანიტას დაუდგინდა უმძიმესი დაავადება- დილატაციური კარდიომიოპათია, საჭიროა სასწრაფო ოპერაცია უმოკლეს ვადაში, უნდა ჩაიდგას აპარატი რომელიც ხელოვნურად ამუშავებს გულს, მანამ სანამ მოხერხდება გულის ტრანსპლანტაციისთვის თანხის შეგროვება და დონორის პოვნა.
საქველმოქმედო ღონისძიებები მეორე კვირაა რაც მიმდინარეობს. ამ ეტაპზე შეგროვილია 257 000 ევრო.
ოჯახი ამჟამად იმყოფება ავსტრიაში, ბავშვის მკურნალობა 18 ოქტომბერს დაიწყო „Wiener Neushtadt"-ის საავადმყოფოში. მკურნალობის ფონზე, მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა. განდევნის ფრაქცია 27%-დან 16%-მდე დაეცა, რაც კრიტიკული მაჩვენებელია და საჭიროებს lvad აპარატის ჩადგმასა და დონორის გულის რიგში ჩადგომას. ასევე, შესაძლებლობიდან გამომდინარე, განვიხილავთ ბავშვის გადაყვანას სხვა ქვეყნაშიც.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე