სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი პოსტს აქვეყნებს და ოპერატორს საჯარო მადლობას უხდის.
"როცა აქციაზე ვარ და სიტუაცია იძაბება, არასოდეს ვფიქრობ სადმე უსაფრთხო ადგილზე გავიწიო და თავი "შევაფარო", და ეს იმიტომ, რომ ჩემს გვერდით ყოველთვის არის ოპერატორი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან ადგილზე დგას, ყველაზე მნიშვნელოვან კადრს იღებს და ამ კადრისთვის თავგანწირვა თავისუფლად შეუძლია, ამიტომ მე აუცილებად მის გვერდით უნდა ვიყო! ასე იყო სულ, ყველა დროში, ჩემს უძველეს და უმაგრეს ბიჭებთან ერთად, როცა ომში, ტყვიების ზუზუნში და დაბომბილ სოფლებში ვიპარებოდით და ერთი წამითაც არ მიგრძვნია შიში და უკან დახევა ) ეს დიდი ძალაა (ჟურნალისტები გამიგებთ) გამიმართლა, რომ ახლაც ასეთი უმაგრესი ბიჭი მყავდა გვერდით! ნიკა პატარაია!! საჯარო მადლობა შენ"-წერს თამარ ბაღაშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე