„ჩვენი პირველი ამოცანა არის ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილება და თავისუფალი არჩევნები. სხვა თემებზე მსჯელობა რეალურად არ მიმაჩნია“, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე „გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას.
ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, უნდა შეიქმნას გარანტიები, რომ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში, ძალოვანი უწყებები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში არ აღმოჩნდება და ამ თემაზე კონსულტაციების გამართვას აპირებს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ დაიბრუნა ადამიანების ნდობა, რომ ისინი ამ ძალისმიერ ბერკეტებს აღარ გამიყენებენ ბოროტი მიზნებით, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დაიდოს წინასწარ საგარანტიო მექანიზმი, რომელსაც დავიჯერებთ ყველა, რომ თოფიანი ხალხი მათ ხელში არ იქნება“, - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.
„ჩვენი პირველი ამოცანა არის ივანიშივლის ხელისუფლებიდან ჩამოცილება და არჩევნების პროპორიციული სისტემით ჩატარება. შესაბამისად, პარლამენტი იქნება მრავალპარტიული და შემდეგ დაიწყება მსჯელობა სამართალდამცავი სტრუქტურების თანამედროვე სტანდარტებზე გადაყვანაზე. ეს არის დემოკრატიის ანბანი და ამაში ახალის გამოგონება არ გვჭირდება.
„დღეს იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, ვინ აიღებს ხელში ძალაუფლებას, არამედ იმაზე, რომ მოვიპოვოთ თავისუფალი არჩევნები“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ხატია დეკანოიძემ.