„ეს არ არის წინადადება ან შემოთავაზება, ეს არის ღია ვაჭრობა და მცდელობა იმისა, რომ ოპოზიცია დაიშალოს“, - ასე ეხმაურება „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის ნაწილისათვის გაკეთებულ შეთავაზებას.
„ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, 2020 წლის არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება და თემა დახურულია, მაგრამ მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვტილება არ დააყენოს თავისი კანდიდატი იმ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც ოპოზიციის წარმომადგენელს გამარჯვების რეალური შანსი აქვს, გარდა „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატისა".
„ქართული ოცნება“ სრულიად არადეკვატურია. ეს არ არის წინადადება ან შეთავაზება, ეს არის დასტური იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ ეშინია ოპოზიციის ერთობის. ეს არის ღია ვაჭრობა და მცდელობა იმისა, რომ ოპოზიცია დაიშალოს. მაგრამ ოპოზიციის ერთობა არ დაიშლება და მასშტაბური საპროტეტსო აქციები გაგრძელდება“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ხათუნა სამნიძემ.