თამთა ჩაჩანიძე
25.11.2019

 "მე ვერ დავუჭერ მხარს, რადგან ის დეღევანდელ არსებულ კონსტიტუციასთან შეუსაბამოა. მომავალში რა იქნება - ვნახოთ," - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია ოპოზიციის ერთობლივ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარებას გულისხმობს.

„ის ეფუძნება გერმანულ მოდელს, მაგრამ ითვალისწინებს საქართველოს რეალობას. რა არის სიახლე ამ მოდელში - პროპორციულად ნაწილდება ხმები არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შორის, მაგრამ შენარჩუნებულია მაჟორიტარული სისტემა ისე, როგორც საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს, თუმცა იქნება მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები, ექვსი, შვიდი ან რვამანდატიანი მაჟორიტარული ოლქები", - განაცხადა „ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

ქანთარია მიიჩნევს, რომ საარჩევნო სისტემის გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა და ამიტომაც ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს.

„ჩვენ შევთანხმდით უკვე, რომ ამ საკითხებზე მსჯელობა დაიხურა იმიტომ, რომ როგორც ჩვენი კონსტოტუციონალისტები გვეუბნებიან, გერმანული საარჩევნო მოდელი თავისი არსით პროპორციულია და კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.

„ოპოზიცია კი თავისას ამბოს, რომ ჩვენ გავაგზავნით, მოვა დასკვნებიო და რა გადააკეთეს და რა გადმოაკეთეს არ ვიცი. თავისთავად გრმანული მოდელი კი ჩვენს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.

„მე ვერ დავუჭერდი მხარს, რადგან ის დეღევანდელ არსებულ კონსტიტუციასთან შეუსაბამოა. მომავალში რა იქნება - ვნახოთ", - განაცხადა ქანთარიამ.

შეგახსენებთ, რომ ნუკრი ქანთარიამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი დაუჭირა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×