„ხელისუფლება, რომ აცნობიერებდეს რა სიტუაციაა, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს მოძებნიდა, მაგრამ სრულიად არაადეკვატურია. ხელისუფლების მიმართ ისეა ნდობა დაკარგული, განსაკუთრებით 14 ნოემბრის შემდეგ, რომ არ მგონია რომელიმე პარტია მათ „პოსლეზე“ ენდოს“, - ასე ეხმაურება პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა მმართველი გუნდის გადაწყვტილებას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც ოპოზიციის წარმოადგენელს გამარჯვების რეალური შანსი ექნება, მმართველი გუნდი თავის კანდიდატს არ დაყენებს, გარდა „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ფრთისა და მისი დანამატისა.
„ეს იყო სრულიად არსერიოზული განცხადება. ხელისუფლება რომ აცნობიერებდეს რა სიტუაციაა, გამოსავალს მოძებნიდა შექმნილი ვითარებიდან, მაგრამ სრულიად არაადეკვატურია. კალაძემ ამ განცხადებით თქვა - მაპატიეთ, სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ - ვინც უძველესი პროფესიის ხართ, გამოგვეხმაურეთო. ვნახოთ, ვინ გამოეხმაურება.
„ხელისუფლებამ ისე დაკარგა ნდობა, რომ არ მგონია ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი პარტიებიც კი "პოსლეზე" ენდონ, მითუმეტეს 14 ნოემბრის შემდეგ, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ აუცილებლად გადააგდებენ.
„ივანიშვილი არის ხარბი, წუწკა... დათვალა, რომ ამ სისტემით მხოლოდ 50 მანდატს აიღებდა, არადა 80 მანდატი უნდა რომ ჯიბეში ჩაიდოს, მაგრამ ის არ იცის, რომ ცოტას თუ არა თმობ, უფრო მეტს კარგავ.
„ამიტომ, დღევანდელი სიტუაცია ძალიან მაგონებს 2003 წლის პერიპეტიებს. მაშინაც ასე ლაპარაკობდა შევარდნაძე, როცა ოპოზიციამ ხელისუფლებას რეალური კომპრომისი შესთავაზა. შემდეგ ოპოზიციას მადა გაეხსნა, პარლამენტიც დაიშალა და პრეზიდენტიც გადაგა.
„მართალია, დღეს მცირე მასშტაბის, მაგრამ ძალიან ენერგიული საპროტეტსო აქციები იმართება. ოპოზიციის ერთობა არ დაიშლება და საპროტესტო აქციები რამდენიმე კვირაში უფრო მასშტაბრი გახდება. ვფიქრობ, რომ 2020 წლის არჩევნები მაინც პროპორიუცლი სისტემით ჩატარდება“, - განაცხადა „რეზონანსთან“ კახა კუკავამ.