„კოჰაბიტაციის დასრულებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები სრული ფარსია. ამით „ოცნება“ თავის ძალიან მწირ ამომრჩეველს, ვისთვისაც მთავარი თემა „ნაციონალების“ სიძულვილია, წინასაარჩევნოდ ილუზიას უქმნის“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მმართველი გუნდის ლიდერების მიერ გაკეთებულ განცახდებებს კოჰაბიტაციის დასრულებასთან დაკავშირებით.
„ეს თემა ახალი არ არის და განცხადებები კოჰაბიტაციის დასრულებასთან დაკავშირებით ხშირად მოგვისმენია, მაგრამ მმართველი გუნდი საპირისპიროს აკეთებს. ეს არის მხოლოდ რიტორიკა, შულერების თამაში. „ოცნება" აცოცხლებს „ნაციონალებს", „ნაციონალები“ კი - „ოცნებას“. ეს ძალა რომ პოლიტიკური ველიდან საბოლოოდ გაიყვანოს, მაშინ თავად დაიღუპება.
„ამჯერად ეს არის წინასაარჩევნოდ გაკეთებული განცხადება, გათვლილი მათ ძალიან მწირ ამომრჩეველზე, ვისთვისაც მთავარი თემა არის „ნაციონელების“ სიძულვილი. ამომრჩეველთა ამ ნაწილს უქმნიან ილუზიას, რაც სრული ფარსია. ხელისუფლებას ჰგონია, რომ ხალხს ამნეზია აქვს და ერთი და იგივე ტყუილის გამეორებით დააჯერებს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ გია ხუხაშვილმა.