თამთა ჩაჩანიძე
25.11.2019

 „ეს „ქართული ოცნების" მორიგი ტყუილია," -ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას „პატრიოტთა ალიანსის" პოლიტიკური მდივანი გოჩა თევდორაძე „ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახი კალაძის შეთავაზებას.

„გადავწყვიტეთ არ დავაყენოთ ჩვენი კანდიდატები იმ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც, „ნაცმოძრაობის" და მისი დანამატების გარდა, ოპოზიციის დანარჩენ წარმომადგენლებს ექნებათ გამარჯვების შანსი", - განაცხადა კახი კალაძემ ორშაბათს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

თევდორაძე მიიჩნევს, რომ ეს შეთავაზება „ქართული ოცნების" მორიგი სიცრუეა. სწორედ ამიტომაც „პატრიოტთა ალიანსი" საპროტესტო აქციებს გააგრძელებს.

„ეს „ქართული ოცნების" მორიგი ტყუილია, იგი საქართველოს მოსახლეობას ყოველდღიურად ატყუებს. ატყუებს არა მხოლოდ ჩვენს მოსახლეობას, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობას.

„ის ატარებს არჩევნებს, რომელშიც გამარჯვების შანსი არავის აქვს ხელისუფლების გარდა, იმიტომ, რომ ფაქტობრივად საქართველოს მოსახლეობას არჩევანი წაართვა.

„დღეს კალაძემ რაც გამოაცხადა უმთავრესი ის იყო, რომ „ქართული ოცნების" უმრავლესობაში არავითარი მზაობა და რესურსი არ არსებობს იმისა, რომ ისინი კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვას დაუბრუნდნენ. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ „ქართულ ოცნებას" ქვეყანა ღრმა კრიზისში შეჰყავს.

„სწორედ ამიტომაცაა, რომ ჩვენ აქციებს ვაგრძელებთ და ამჯერად 30 ნოემბერს 18:00 საათზე სპორტის სასახლეში ვიკრიბებით. სავსე იქნება სპორტის სასახლე და ხელისუფლებას იქიდან მოვუწოდებთ, რომ კოჰაბიტაციას თავი დაანებოს, დამნაშავები დასაჯოს და ამავდროულად კონსტიტუციურ პროექტის განხილვას დაუბრუნდეს, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს", - აცხადებს თევდორაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×