„პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ მე ხომ არ დამაწინაურეს? წინააღმდეგი ვიყავი, რადგან წინააღმდეგი ვარ 2006 წლიდან. არ დაუწიანურებიანთ 40 დეპუტატი,“ - აცხადებს „რეზონანსთან“ მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი „ოცნების“ წევრთა შორის ვაკანტურ საპარლამენტო თანამდებობების განაწილებაზე საუბრისას.
„ქართულმა ოცნებამ“ საპარამენტი კომიტეტების ხელმძღვანელებად დეპუტატები დააწინაურა, რომლებმაც მმართველი პარტიის ოფიციალირ პოზიციას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მხარი არ დაუჭირა. ესენი არიან გურამ მაჭარაშვილი, დავით სონღულაშვილი, ნინო წილოსანი, გენადი მარგველაშვილი და ირაკლი ბერაია.
ოქრიაშვილს საკითხის ასე დასმა არასწორად მიაჩნია. მისი თქმით, ის დეპუტატები დააწინაურეს, ვინც პირიქით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ემხრობოდა.
„საკითხის ასე დასმა არასწორია, რადგან ის ადამიანები, ვინც წავიდნენ, ვისაც პარლამენტში მაღალი თანამდებობები ეკავათ, ძალიან კარგი და გამოცდილი კადრები იყვნენ ევროინტეგრაციის მიმართულებით, საგარეო ურთიერთობების მიმართულებით და ა.შ. ეს ძალიან დიდი დარტყმა იყო. ყველა პოლიტიკურ ძალას საქართველოში ისედაც მოკლე სათადარიგო სკამი აქვთ.
„აქედან გამომდინარე, ვიღაცას უნდა დაევაკებინა ეს ადგილები და რაღაც რეზერვი გამონახეს, დააწინაურეს ის ხალხი, ვინც მეტ-ნაკლებად კომპეტენტურია და კარგად ფლობს ინგლისურ ენას,“ - განაცხადა კახა ოქუაშვილმა.
ცნობისათვის, პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი გია ვოლსკი იქნება თამარ ჩუგოშვილის ნაცვლად, ვიცე-სპიკერებად ასევე დაინიშნებიან მამუკა მდინარაძე (ასევე უმრავლესობის ლიდერი), გიორგი კახიანი და კახა კუჭავა.
ევროინტეგრაციის კომიტეტში თამარ ხულორდავას შეცვლის მაჟორიტარი დავით სონღულაშვილი. მაჟორიტარი ნინო წილოსანი გარემოს დაცვის კომიტეტის თავმდჯომარედ ინიშნება, მესამე მაჟორიტარი გურამ მაჭარაშვილია, რომელიც საპროცედურო საკითხთა კომიტეტში შეცვლის გიორგი კახიანს. საგარეო საკითხთა კომიტეტში კი სოფო ქაცარავას ირაკლი ბერაია შეცვლის.